ადამიანის უფლებათა
დაცვისა და სამოქალაქო
ინტეგრაციის კომიტეტმა
„ბავშვის უფლებათა
კოდექსში“ და „პერსონალურ
მონაცემთა დაცვის
შესახებ“ კანონში
ცვლილებებს პირველი
მოსმენით მხარი დაუჭირა.2023
წელს პარლამენტმა
საკანონმდებლო პაკეტი
მიიღო, რომელიც მიზნად
ისახავდა „ბავშვის
უფლებათა კოდექსის“
იმპლემენტაციისთვის
აუცილებელი კოორდინაციის
მექანიზმისა და
განხორციელების
ხელშეწყობის ინსტრუმენტის
- მონაცემთა შეგროვებისა და
ანალიზის ერთიანი
ელექტრონული სისტემისთვის
სამართლებრივი საფუძვლის
შექმნას. ამავე
ცვლილებებით, საქართველოს
მთავრობას 2025 წლის 1
იანვრამდე დაევალა
უწყებათაშორისი
კოორდინაციის
ინსტიტუციური მექანიზმის
შექმნა და მისი დებულების
დამტკიცება, აგრეთვე,
ოკუპირებული
ტერიტორიებიდან დევნილთა,
შრომის, ჯანმრთელობისა და
სოციალური დაცვის
სამინისტროს წარდგინებით -
მონაცემთა შეგროვებისა და
ანალიზის ერთიანი
ელექტრონული სისტემისა და
ბავშვის პერსონალური
მონაცემების დაცვის
ინსტრუქციის
დამტკიცება.„ბავშვის
უფლებათა
კოდექსის“მოქმედი
რედაქცია ითვალისწინებს
უწყებებს შორის
კოორდინაციას, ისევე,
როგორც მონაცემთა
შეგროვებისა და ანალიზის
ერთიანი ელექტრონული
სისტემის შექმნას. თუმცა,
ამ ნორმათა
იმპლემენტაციის პროცესში
საკუთარი კომპეტენციის
ფარგლებში მოქმედ
უწყებებს შორის უკეთესი
კოორდინაციის
განსახორციელებლად,
კანონმა დამატებით
გაითვალისწინა
„ინსტიტუციური
კოორდინაციის მექანიზმის“
შექმნა, რაც მოითხოვს
კომპლექსური სამუშაოების
წარმოებას და დეტალური
წესების შემუშავებას,
უწყებათა შორის
ურთიერთთანამშრომლობისა
და კოორდინაციის
დეტალების ჩათვლით.
სირთულეს წარმოადგენს
ელექტრონული სისტემისა და
მისი გამართული
ფუნქციონირების
ინსტრუქციის შემუშავებაც,
რაც უშუალოდ უკავშირდება
თავად ელექტრონული
სისტემის შექმნასა და
ფუნქციონირებას.როგორც
კომიტეტის თავმჯდომარე
რატი იონათამიშვილმა
განმარტა, საჭიროა
აღნიშნული ვალდებულებების
შესრულების გონივრული
ვადის განსაზღვრა როგორც
უწყებათაშორისი
კოორდინაციის მექანიზმის,
ისე ელექტრონული სისტემის
შექმნისა და
ფუნქციონირებისთვის
აუცილებელი მოსამზადებელი
სამუშაოების შეუფერხებლად
განსახორციელებლად.
შესაბამისად, უნდა
შეჩერდეს კანონის
სათანადო ნორმების
მოქმედება.„ეს არის
ტექნიკური ცვლილება,
ვინაიდან კანონქვემდებარე
აქტებში დათქმული ვადების
გადახედვასთან არის
დაკავშირებული“, -
განაცხადა რატი
იონათამიშვილმა.კანონპროექტის
მიღებით უზრუნველყოფილი
იქნება „ბავშვის უფლებათა
კოდექსის“ ცალკეულ
ნორმათა მოქმედების
შეჩერება 2027 წლის 1
იანვრამდე.