ადამიანის მიერ გამოწვეულმა კლიმატის ცვლილებამ ნორვეგიაში, შვედეთსა და ფინეთში ორკვირიანი სიცხის ტალღა სულ მცირე 10-ჯერ უფრო სავარაუდო გახადა – კვლევა

News.ge 3 საათი წინ 5
ადამიანის მიერ გამოწვეულმა კლიმატის ცვლილებამ ნორვეგიაში, შვედეთსა და ფინეთში ორკვირიანი სიცხის ტალღა სულ მცირე 10-ჯერ უფრო სავარაუდო გახადა – კვლევა

ადამიანის მიერ გამოწვეულმა კლიმატის ცვლილებამ ნორვეგიაში, შვედეთსა და ფინეთში ორკვირიანი სიცხის ტალღა დაახლოებით 2°C-ით უფრო ცხელი და სულ მცირე 10-ჯერ უფრო სავარაუდო გახადა, ნათქვამია World Weather Attribution-ის ექსპრეს ანალიზში.
ივლისის შუა რიცხვებიდან ცივ სკანდინავიურ ქვეყნებში ექსტრემალური სიცხეები დაფიქსირდა, ტემპერატურა 30°C-ს აჭარბებდა. ფინეთში ტემპერატურა ზედიზედ 22 დღის განმავლობაში 30°C-ზე მეტი იყო, რაც ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივი სიცხის ტალღაა. ჩრდილოეთ პოლარული წრის ნორვეგიულ ნაწილში მეტეოროლოგიურმა სადგურმა ივლისის თვეში 13 დღის განმავლობაში 30°C-ზე მეტი ტემპერატურა დააფიქსირა.
World Weather Attribution-ის კვლევა ხაზს უსვამს, თუ როგორ არღვევს კლიმატის ცვლილებით გამწვავებული სიცხის ტალღები ს და აფრთხილებს, რომ მსგავსი მოვლენები ხუთჯერ უფრო ხშირი გახდება 2100 წლისთვის, თუ წიაღისეული საწვავზე უარის თქმა სწრაფად არ მოხდება.
ვრცლად euronews – ზე

სრულად წაიკითხეთ სტატია