"ადამიანები, რომლებიც
თბილისში ჩამოვიდნენ და
ახალგაზრდობას
მოუწოდებენ, რომ
სამოქალაქო ომზე
გადავიდნენ და
ხელისუფლებას
დაუპირისპირდნენ
ფიზიკურად, უკრაინული
მაიდანი მოაწყონ
საქართველოში, იმათგან
რატომ უნდა გაგვიკვირდეს
ასეთი მტრული განცხადება?" -
აცხადებს საქართველოს
პარლამენტის თავმჯდომარის
პირველი მოადგილე, გიორგი
ვოლსკი.ის საგარეო საქმეთა
სამინისტროში, მაკა
ბოჭორიშვილისა და პაველ
ჰერჩინკის გუშინდელ
შეხვედრაზე ევროპული
ქვეყნებიდან გამოთქმულ
კრიტიკას აფასებს.გია
ვოლსკის თქმით, იმ
ევროპარლამენტარებისაგან,
რომლებიც ღიად უჭერენ
მხარს უკრაინული მაიდანი
მოაწყონ საქართველოში,
მსგავსი შეფასებები არ
უკვირს."ადამიანები,
რომლებიც თბილისში
ჩამოვიდნენ და
ახალგაზრდობას
მოუწოდებენ, რომ
სამოქალაქო ომზე
გადავიდნენ და
ხელისუფლებას
დაუპირისპირდნენ
ფიზიკურად, უკრაინული
მაიდანი მოაწყონ
საქართველოში, იმათგან
რატომ უნდა გაგვიკვირდეს
ასეთი მტრული განცხადება?
ეს მტრული განცხადება არ
ეკუთვნის მხოლოდ
ხელისუფლებას,
რასაკვირველია, ეს მთელი
საზოგადოების წინააღმდეგ
არის მიმართული. მსოფლიოში
პოლიტიკური კონიუნქტურა
იცვლება და ახლა ყველა
ცდილობს თავისი
პოზიციების გაძლიერებას,
მათ შორის საქართველოში," -
აცხადებს გია ვოლსკი.