,,აგროსფეროს” თანამედროვე ტექნოლოგიები და მრავალწლიანი გამოცდილება ხორბლის წარმოებაში

Alia 1 თვე წინ 60
,,აგროსფეროს” თანამედროვე ტექნოლოგიები და მრავალწლიანი გამოცდილება ხორბლის წარმოებაში

საქართველო, როგორც ხორბლის ერთ-ერთი უძველესი კერა, განსაკუთრებულ ადგილს იკავებს მსოფლიო სასოფლო-სამეურნეო ისტორიაში. არქეოლოგიური აღმოჩენები კოლხეთის ტერიტორიაზე ადასტურებს, რომ ხორბლის კულტივაცია ჩვენს ქვეყანაში 7000 წლის წინ დაიწყო. განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ მსოფლიოში არსებული ხორბლის 27 კულტურული ხორბალი საქართველოში 14 სახეობითაა წარმოდგენილი, მათ შორის 5 ენდემური ჯიში, რაც ჩვენი ქვეყნის უნიკალურ აგრარულ მემკვიდრეობაზე მიუთითებს.

კომპანია ,,აგროსფერო”, როგორც ქართულ ბაზარზე სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ლიდერი, განსაკუთრებულ როლს ასრულებს ამ მდიდარი ტრადიციის შენარჩუნებასა და განვითარებაში. კომპანია აერთიანებს საუკუნოვან გამოცდილებასა და თანამედროვე ტექნოლოგიებს, რიგს შედეგადაც, უმაღლესი ხარისხის სათესლე მასალას გთავაზობთ.

აგროსფეროს პრემიუმ ხარისხის სათესლე ხორბალი

,,აგროსფერო” გთავაზობთ ხორბლის საუკეთესო ჯიშებს, რომლებიც საქართველოს მრავალფეროვან კლიმატურ პირობებზეა მორგებული. მაგალითად, “ამიკუსი”, საადრეო სიმწიფის უფხო მარცვლეული, მაღალი მოსავლიანობით გამოირჩევა.

ხორბალი ,,გალუსი”, ტრადიციული საშემოდგომო ადრეული ჯიში, უკვე კარგად ნაცნობია გამოცდილი ფერმერებისთვის თავისი სტაბილური მოსავლიანობით. ,,ბალიტუსი” კი განსაკუთრებული ყინვაგამძლეობითა და მაღალმოსავლიანობით ხასიათდება, შესაბამისად, ის მაღალმთიანი რეგიონებისთვისაც შესაფერისია.

,,ამანდუსი” ხასიათდება ჯანსაღი ფოთლებით და დაავადებებისადმი მაღალი მედეგობით, რაც მნიშვნელოვნად ამცირებს მოსავლის დაკარგვის რისკებს, ხოლო ,,აპექსუსი” ადრეული სიმწიფის საშემოდგომო ჯიშია, რომელიც სწრაფი აღმოცენებით ხასიათდება.

კომპლექსური მხარდაჭერა ფერმერებისთვის

გარდა მაღალი ხარისხის სათესლე მასალისა, ,,აგროსფერო” გთავაზობთ სრულ აგრონომიულ მხარდაჭერას უხვი მოსავლის მისაღებად. გამოცდილი სპეციალისტები რეგულარულად გაგიწევენ კონსულტაციას ნიადაგის მომზადებისა და განოყიერების საკითხებში, მოგაწვდიან დეტალურ რეკომენდაციებს თანამედროვე მორწყვის სისტემების შესახებ და მავნებლებთან თუ სხვადასხვა დაავადებებთან ეფექტური ბრძოლისათვის, მცენარეთა დაცვის საშუალებებსშეგირჩევენ.  

შესაბამისად, ,,აგროსფერო” გთავაზობთ სათესლე ხორბლის 5 ჯიშს და სრულ აგრონომიულ მხარდაჭერას. დეტალური ინფორმაციის მისაღებად იხილეთ ვებგვერდი ან ეწვიეთ კომპანიის ფილიალებს.

(R)

The post ,,აგროსფეროს” თანამედროვე ტექნოლოგიები და მრავალწლიანი გამოცდილება ხორბლის წარმოებაში appeared first on .

სრულად წაიკითხეთ სტატია