აგენტურული ოპოზიცია პრაქტიკულად, ხალხს ემალება და ისინი ჩაანაცვლა უცხო ქვეყნის წარმომადგენლების, უცხო ქვეყნის მოქალაქეების განცხადებებმა, რეზოლუციებმა თუ სხვაგვარმა განცხადებებმა - მამუკა მდინარაძე

Primetime.ge 2 თვის წინ 59
აგენტურული ოპოზიცია პრაქტიკულად, ხალხს ემალება და ისინი ჩაანაცვლა უცხო ქვეყნის წარმომადგენლების, უცხო ქვეყნის მოქალაქეების განცხადებებმა, რეზოლუციებმა თუ სხვაგვარმა განცხადებებმა - მამუკა მდინარაძე
ყველა კარგად ხედავთ, რა ხდება ჩვენს ქვეყანაში, განსაკუთრებით ბოლო დღეების პერიოდში. აგენტურული ოპოზიცია პრაქტიკულად, ხალხს ემალება და ისინი ჩაანაცვლა უცხო ქვეყნის წარმომადგენლების, უცხო ქვეყნის მოქალაქეების განცხადებებმა, რეზოლუციებმა თუ სხვაგვარმა განცხადებებმა, რაც ხმოვანდება ხოლმე, - „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ, საარჩევნო კამპანიის ფარგლებში ბათუმში გამართულ ღონისძიებაზე.მისი თქმით, აგენტურული ოპოზიციის პატრონმა, მათი უსუსურობის გამო, არჩევნებში უცხო ძალების ჩართვა გადაწყვიტა, თუმცა, ეს ყველაფერი უშედეგოა.როგორც მდინარაძემ აღნიშნა, ოპოზიციიდან ან გარე ძალებიდან, პრემიერ-მინისტრის მიერ წარმოდგენილი საარჩევნო პროგრამა ვერ გააკრიტიკა, რადგან არ არსებობს სფერო, სადაც საქართველოს ხელშესახები პროგრესი არ აქვს.„აგენტურის საერთო პატრონმა, გადაწყვიტა, აი ამ ხალხის უსუსურობის გამო, საქართველოს არჩევნებში ჩართოს უცხო ქვეყნის ძალები, თუმცა - უშედეგოდ. მათი ოთხი პარტიიდან, მინიმუმ ორი, საარჩევნო ბარიერსაც კი ვერ ლახავს.რამდენიმე დღის წინ, ალბათ გახსოვთ და ბევრი თქვენგანი, დარწმუნებული ვარ, ყურადღებით ადევნებდა თვალყურს, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ, წარუდგინა საზოგადოებას „ქართული ოცნების“ საარჩევნო პროგრამა. ვერავინ, ვერც ერთმა ადამიანმა ოპოზიციიდან თუ გარე ძალებიდან, ვერ შეძლო ამ პროგრამის კრიტიკა რაიმე მიმართულებით, იმიტომ, რომ არ არსებობს სფერო, დარგი, სადაც ჩვენს ქვეყანას არ აქვს ხელშესახები პროგრესი და მომდევნო ოთხი წლის გეგმები კიდევ უფრო შთამბეჭდავია, რაც არა მხოლოდ მშვიდობას, ჩვენი იდენტობის, ტრადიციების, კულტურის დაცვას,. არამედ ჩვენი მოქალაქეების უკეთესი და ღირსეული ცხოვრების პირობებს ეხება.“ - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
სრულად წაიკითხეთ სტატია