აგენტების კლანი, სახელად
ოპოზიცია და მათთან
დაკავშირებული პოლიტიკური
მედია, ცდილობს დღის
წესრიგიდან წაშალოს
ეუთო/ოდირის შეფასება,
ასევე ეუთოს საპარლამენტო
ასამბლეის პრეზიდენტის
შეფასება, სადაც ქართულ
სახელმწიფოში ჩატარებული
არჩევნები არის
აღიარებული და
ლეგიტიმირებული,- წერს
"ხალხის ძალის" წევრი თამთა
მეგრელიშვილი.მისი თქმით,
ასე სწორედ იმიტომ
იქცევიან, რომ აგენტ
ოპოზიციას არ სურს 2024 წლის 26
ოქტომბრის არჩევნების
ლეგიტიმაციის საჯაროდ
გაცხადება თან ასეთი
მაღალი რანგიდან და ამიტომ
მათთვის ოდესღაც
პოლიტიკურად საფიცარი
ეუთო/ ოდირი რა თქმა უნდა
დღეს კეთროვანი
გახდა."აგენტების კლანი,
სახელად ოპოზიცია და
მათთან დაკავშირებული
პოლიტიკური მედია, ცდილობს
დღის წესრიგიდან წაშალოს
ეუთო/ოდირის შეფასება,
ასევე ეუთოს საპარლამენტო
ასამბლეის პრეზიდენტის
შეფასება, სადაც ქართულ
სახელმწიფოში ჩატარებული
არჩევნები არის
აღიარებული და
ლეგიტიმირებული.რატომ?! ამ
კითხვაზე პასუხი მარტივია,
აგენტ ოპოზიციას არ სურს 2024
წლის 26 ოქტომბრის
არჩევნების ლეგიტიმაციის
საჯაროდ გაცხადება თან
ასეთი მაღალი რანგიდან და
ამიტომ მათთვის ოდესღაც
პოლიტიკურად საფიცარი
ეუთო/ ოდირი რა თქმა უნდა
დღეს კეთროვანი გახდა.1 120 053
"ქართული ოცნების"
ამომრჩევლის არჩევანი
პოლიტიკური ვერდიქტია
ყველა სხვა პოლიტიკური
ძალისათვის, ასევე
ეუთო/ოდირისათვის ამიტომ
აგენტი ოპოზიციის
მცდელობას რაიმე ფორმით,
თუნდაც საპროტესტო მუხტით
გადაიფაროს ეს პოლიტიკური
მოცემულობა აზრი არ აქვს
რადგან თამაშამდე
წაგებული თამაშია,“- წერს
თამთა მეგრელიშვილი.