"დღეს მინდა თქვენი
ყურადღება შევაჩერო ერთ
მეტად მტკივნეულ თემაზე
მთელი ჩვენი ქვეყნისთვის,
ეს არის დემოგრაფიული
მდგომარეობა და აბორტების
საგანგაშო რაოდენობა" -
ამის შესახებ სენაკისა და
ჩხოროწყუს მიტროპოლიტი,
ქორეპისკოპოსი,
საქართველოს
კათოლიკოს-პატრიარქის
მოსაყდრე, მეუფე შიო ოჯახის
სიწმინდის დღეს
ისაუბრა.მეუფე შიომ
აღნიშნა, ასეთი საგანგაშო
ვითარების მიუხედავად,
როდესაც ერი, ქვეყანა არ
იღებს ზომებს, ეს ნიშნავს,
რომ ის თვითგანადგურების
რეჟიმში იმყოფება."დღეს
მინდა თქვენი ყურადღება
შევაჩერო ერთ მეტად
მტკივნეულ თემაზე მთელი
ჩვენი ქვეყნისთვის, ეს არის
დემოგრაფიული მდგომარეობა
და აბორტების საგანგაშო
რაოდენობა. შეგახსენებთ,
რომ უკანასკნელი
ათწლეულების განმავლობაში
ჩვენი ხალხის რაოდენობა 5
მილიონიდან შემცირდა 3
მილიონ 700-მდე. ამ უმძიმეს
მოვლენას ხელს უწყობს, რა
თქმა უნდა, გარდა
სხვადასხვა გარემოებისა,
აბორტების საგანგაშო
სტატისტიკაც. ბოლო 10 წლის
განმავლობაში, საშუალოდ
გამოყვანილი რიცხვი
ასეთია, ყოველ წლიურად
გაკეთებული აბორტების
არის 22 ათასი დაახლოებით.
ამას ჩვენ თუ მივუმატებთ
ე.წ. ქიმიურ აბორტებს, ანუ
აბებით გაკეთებულ
აბორტებს, მინიმუმ
ორმაგდება რიცხვი. ზოგიერთ
ქვეყანაში ეს სამმაგი და
ოთხმაგიც არის. ანუ,
წარმოიდგინეთ თქვენ, თუ
წელიწადში დაახლოებით
40-დან 50 ათასამდე ასეთი
აბორტი კეთდება, რა რიცხვს
ვიღებთ ჩვენ 10 და 100 წლის
შემდეგ. ამ მონაცემებით,
ჩვენი კლება წელიწადში,
ყოველ წელს მიმდინარეობს 50
ათასით, დაახლოებით.
რიცხობრივად წელიწადში 50-55
ათასი ადამიანით
კლებულობს ჩვენი ქვეყანა.
ამაზე გვაქვს ჩვენ
დასაფიქრებელი. აბორტი
არის უმძიმესი ცოდვა, ეს
არის ადამიანის მკვლელობა
დედის მუცელში. ასეთი
საგანგაშო ვითარების
მიუხედავად, როდესაც ერი,
ქვეყანა არ იღებს ზომებს,
ეს ნიშნავს, რომ ის
თვითგანადგურების რეჟიმში
იმყოფება და მას კარგი
არაფერი არ უწერია. ჩვენ
ამით ღმერთს ვეუბნებით, რომ
არ გვინდა სიცოცხლე. ჩნდება
კითხვები, ვართ კი
ბრძოლისუნარიანები? არის
თუ არა ჩვენში ეს
ბრძოლისუნარიანობა,
სიცოცხლის სურვილი. ეს
აუცილებლად გამოიღებს
თავის და უკვე მოაქვს
თავისი უარყოფითი
შედეგები. როგორც არსებობს
ფიზიკის კანონები, რომელთა
დარღვევაც აუცილებლად
იწვევს დიდ დაზიანებას და
სიკვდილსაც, ასევე სულიერი
კანონებიც არსებობს. მათი
დარღვევა იწვევს სულიერ
დაზიანებას და სულიერი
განადგურებას და სულიერი
სიკვდილს. ერი, რომელიც
თავის შვილებს კლავს, ის
ერი ვერ ეღირსება დიდ
ბედნიერებას, დიდ
გამარჯვებებს,
გამთლიანებას და
გადარჩენას,“ - განაცხადა
მეუფე შიომ.