გეგმური სარეაბილიტაციო
სამუშაოების გამო,
„ენერგო-პრო ჯორჯიას“
აბონენტების ნაწილს
ელექტროენერგიის მიწოდება
შეეზღუდება.შეზღუდვა
დუშეთის მცხეთისა და
ყაზბეგის რაიონის სოფლებს,
ასევე, სოფელ დიღომსა და
სოფელ გლდანს
შეეხება.„ქსელის გეგმური
სარეაბილიტაციო
სამუშაოების გამო, 12
თებერვალს 10:00-იდან 18:30
საათამდე ელექტროენერგიის
მიწოდება შეეზღუდება
აბონენტებს დუშეთის
რაიონის სოფლებში:
ფასანაური, ლუთხუბი,
ცხვედიეთი, მაქართა,
კიტოხი, წიფორი, წითლიანი
და მიმდებარე სოფლებში;
11:00-იდან 18:30 საათამდე
აბონენტებს მცხეთის
მუნიციპალიტეტის
სოფლებში: აგარაკები, ლისი,
მსხალდიდი და მიმდებარე
სოფლებში; 11:00-იდან 18:30
საათამდე აბონენტებს
სოფელ დიღომში ზემოუბნის,
დიდგორის, ვაშაძის, გაბრიელ
ათონელის და მიმდებარე
ქუჩებზე; 11:00-იდან 15:00
საათამდე აბონენტებს
ყაზბეგის რაიონის
სოფლებში: არშა, თოთი და
მიმდებარე სოფლებში;
12:00-იდან 15:00 საათამდე
აბონენტებს სოფელ გლდანში
კანდელაკის, ტაბიძის,
მიქატაძის, ვართაგავას და
მიმდებარე ქუჩებზე.
სამუშაოების
დასრულებისთანავე,
ელექტროენერგიის მიწოდება
აღდგება ჩვეულ რეჟიმში”, -
ნათქვამია ინფორმაციაში.