“აბა რას ვიზამდით, შაბათი, კვირა, ორშაბათი ვერ მოასწრეს და დარჩა აღდგომა. დღეს დააკავეს ჩემი ძმა მიხეილ სამხარაძე”

News.ge 5 საათი წინ 2
“აბა რას ვიზამდით, შაბათი, კვირა, ორშაბათი ვერ მოასწრეს და დარჩა აღდგომა. დღეს დააკავეს ჩემი ძმა მიხეილ სამხარაძე”
“აბა რას ვიზამდით, შაბათი, კვირა, ორშაბათი ვერ მოასწრეს და დარჩა აღდგომა. დღეს დააკავეს ჩემი ძმა Mikheil Samkharadze ✊🏻
დააკავეს იმისთვის, რომ იქ იყო.
არ ღრიალებდა, არ ამტვრევდა, არ აშინებდა — უბრალოდ იდგა. ისევე როგორც თითქმის ყველა დღეს ამ ბოლო თვეების განმავლობაში. მყარად, პრინციპულად, სამართლიანად. არა სიბნელეში. არა ჩრდილში.
ჩვეულებრივად, საჯაროდ — ისე, როგორც საჭიროა. ისე, როგორც საშიშია ამ ხელისუფლებისთვის.
ისე რომ იცოდეთ, აქ ბრძოლა აღარ არის დიდი სიტყვებისთვის —თავისუფლება, ღირსება, დამოუკიდებლობა…არა.
ეს ბრძოლაა იმისთვის, რომ იქ მდგომი ადამიანი აღარ იყოს პრობლემა.
დღეს პოლიციამ “პრობლემა” წაიყვანა.
ძალიან ამაყი ვარ.
და თუ ოდესმე უნდა დაგაკავონ, ჯობია ეს მაშინ მოხდეს, როცა მართალი ხარ. ხმამაღლა, მშვიდად(აქ ეჭვი მეპარება მიშიკოზე 😅), მტკიცედ მართალი.
ქრისტე აღდგა. იმედია, ხვალ კიდევ უფრო მეტი ადამიანი გავა აქციაზე და ამ უსამართლობას გააპროტესტებს. ვინც არ გახვალთ, მშვიდად იძინეთ და არ დაგგრილოთ. კვერცხები ნელა ჭამეთ. ე მანდ, სამართლიანობა და მშვიდობა არ გაგეჩხიროთ ყელში.
ცეცხლი ოლიგარქიას,” – წერს სოციალურ ქსელში ნინო-ანა სამხარაძე.
შეგახსენებთ, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე 20 აპრილს ორი პირი ადმინისტრაციული წესით დააკავეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, აქციის მონაწილეებს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით გათვალისწინებული ქმედების ჩადენას ედავებიან, რაც პოლიციელისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს. რუსთაველის გამზირზე დააკავეს გიორგი ორთოიძე და მიხეილ სამხარაძე.
სრულად წაიკითხეთ სტატია