YOLO-მ ვებგვერდი განაახლა

Alia 2 თვის წინ 116
YOLO-მ ვებგვერდი განაახლა

ციფრული პლატფორმა YOLO ერთ სივრცეში თბილისის აფიშასა და ემოციური საჩუქრების მაღაზიას აერთიანებს. მომხმარებლებისთვის მეტი სიმარტივისა და კომფორტის შესაქმნელად, ბრენდმა ცოტა ხნის წინ განახლებული ვებგვერდი წარადგინა.

თანამედროვე ციფრული მოთხოვნების შესაბამისი საიტი განახლებული დიზაინითა და ფუნქციონალით მაქსიმალურად პასუხობს მომხმარებლის საჭიროებებს.

ვებგვერდის ნებისმიერი ვიზიტორი სწრაფად და მარტივად შეიძენს გამოცდილებით საჩუქრებს – “ემოციებს” ვაუჩერის სახით ან/და აირჩევს სად გაატაროს დრო.

ტანგოს მასტერკლასი, ცხენოსნობა, ვახშამი შეფთან, კერამიკის მასტერკლასი, კრივი წყვილისთვის, პარაშუტით ხტომა – ეს იმ შთაბეჭდილებების მცირე ჩამონათვალია, რომელთა შეძენასაც yolo.ge-ზე შეძლებთ. საბოლოო ჯამში, ვებგვერდზე წარმოდგენილია 100-მდე შთაბეჭდილება 20-მდე კატეგორიიდან. მათ შორის: სპორტი და ექსტრემალური აქტივობები, სილამაზე და თავის მოვლა, შემოქმედება, თვითგანვითარება, გასტრონომია და სხვ. აღსანიშნავია ისიც, რომ ვებგვერდი ადაპტირებულია როგორც სმარტფონების, ასევე პლანშეტების ეკრანებისთვის. 

 

YOLO-ს მომსახურება ორიენტირებულია მომხმარებელზე და მათთვის მაქსიმალური კომფორტისთვის შთაბეჭდილებების შეძენა შესაძლებელია როგორც ციფრული ვერსიის, ასევე სასაჩუქრე შეფუთვის სახით. ციფრული ვაუჩერი მომენტალურად აისახება ადრესატის  ელ. ფოსტაზე. სასაჩუქრე შეფუთვის შეკვეთისას კი მოქმედებს როგორც თვითგატანის, ასევე მიწოდების სერვისი.

YOLO-მ ვებგვერდი განაახლა
YOLO განაგრძობს ციფრულ განვითარებას და მომავალში მომხმარებლებს არაერთ სიახლეს შესთავაზებს. “YOLO-ში სამომხმარებლო გამოცდილების გასაუმჯობესებლად ვებგვერდზე მცირე განახლებები მუდმივად მიმდინარეობს. რაც შეეხება მასშტაბურ ცვლილებებს, საიტის შემდგომ რელიზში აფიშის მიმართულება განახლდება. კერძოდ კი დაგეგმილია ღონისძიებების ორგანიზატორებისთვის “პირადი კაბინეტის” ინტეგრაცია სრული მარკეტინგული და ანალიტიკური ხელსაწყოებით, რომლის ანალოგიც ქართულ ბაზარზე არ არსებობს”   – ამბობს ანი სანაია, კომპანია YOLO-ს PR და მარკეტინგის მენეჯერი.

 

 

 

 

(R)

The post YOLO-მ ვებგვერდი განაახლა appeared first on .

სრულად წაიკითხეთ სტატია