საქართველოს ტურიზმის
ეროვნულმა ადმინისტრაციამ
ინდოეთში, მუმბაიში,
ტურისტულ გამოფენაში 45-მდე
კერძო კომპანიასთან ერთად
მიიღო მონაწილეობა.OTM-2025-ის
საერთაშორისო ტურისტულ
გამოფენაზე საქართველოს
მონაწილეობის
მნიშვნელობაზე Wyndham Grand Tbilisi-ის
წარმომადგენელი მაკა
მანდარია საუბრობს.„ჩვენი
პერსპექტივიდან
გამომდინარე ვფიქრობთ, რომ
ეს გამოფენა წარმატებული
იქნება და დიდი იმედი
გვაქვს, ამ ტურისტული
ბაზრის. ინდოეთიდან გვაქვს
პირდაპირი ფრენა. კერძოდ,
დელიდან და ვფიქრობ, 2025
წლისთვის ინდოელი
მოგზაურების რაოდენობა
გაიზრდება, რაც
მნიშვნელოვნად
განაპირებებს ჩვენი
სასტუმროების
დატვირთულობის
კოეფიციენტის მაჩვენებლის
ზრდას. ეს გამოფენა
წარმატებულია. შეხვედრები
საკმაოდ საინტერესო იყო.
სამომავლოდ კიდევ თუ
გაგრძელდება ინდოეთის
გამოფენები, ძალიან
საინტერესო იქნება, როგორც
სასტუმროებისთვის, ასევე
ტურისტული
სააგენტოებისთვის და
ქვეყნისთვის“, – განაცხადა
მაკა მანდარიამ.OTM 2025-ზე 60-ზე
მეტი ქვეყნიდან 1 600
ტურისტული კომპანია და 40
ორგანიზაცია იყო
წარდგენილი. მუმბაის
ტურისტულ გამოფენას
ათასზე მეტი ვიზიტორი
ეწვია.ინფორმაციას
ტურიზმის ეროვნული
ადმინისტრაცია ავრცელებს.