საქართველოს ტურიზმის
ეროვნული ადმინისტრაცია
დიდ ბრიტანეთში,
მსოფლიოში ერთ-ერთ უდიდეს
ტურისტულ გამოფენაში
კერძო სექტორთან ერთად
მონაწილეობს. WTM London 2024-ზე 21
ქართული ტურისტული
კომპანია და სასტუმროა
წარდგენილი. გამოფენაში
საქართველოს მონაწილეობას
აფასებს ტურისტული
კომპანია Visit Georgia-ს
წარმომადგენელი ანა
მაცაბერიძე.„ჩვენ
ვმონაწილეობთ ძალიან ბევრ
გამოფენაზე, მათ შორის,
WTM-ზეც, რომელიც ლონდონში
იმართება. ეს გამოფენა
გვაძლევს ძალიან დიდ
პერსპექტივას, არა მარტო
ჩვენს კომპანიას, არამედ
მთლიანად ქვეყანას, რომ
მსოფლიოს ყველა კუთხის
წარმომადგენელმა
გაგვიცნოს და გაიცნოს
საქართველოს ტურისტული
მიმართულება“,-განაცხადა
ანა მაცაბერიძემ.WTM London 2024-ზე,
საქართველოს სტენდთან,
დამთვალიერებლებს
საშუალება აქვთ გაეცნონ
ქვეყნის ტურისტულ
მიმართულებასა და
ტურისტულ პროდუქტებს.WTM London
2024-ზე, 180-ზე მეტი ქვეყნიდან
დაახლოებით 4 ათასი
ტურისტული კომპანია და
ორგანიზაციაა წარდგენილი,
გამოფენის ვიზიტორთა
რაოდენობა 40 ათასია.