ინტერნეტში ვრცელდება 15
წლის ავტორის და
ილუსტრატორის , ნიკოლოზ
ლოლაძის ვიდეო და ემოციური
შესრულება. ნიკოლოზი
ფორტეპიანოზე ასრულებს
ბახის ცნობილ ნაწარმოებს -
ტოკატა რე მინორი და
შუბერტის -გერმანული
ცეკვა.გასაოცარი ამ
ამბავში არაფერი იქნებოდა,
რომ არა ის ფაქტი, რომ,
როგორც აღმოჩნდა,
ნიკოლოზმა ნოტების
შესწავლა სულ რაღაც ექვსი
თვის წინათ დაიწყო და ისიც
იმიტომ, რომ მისი ახალი
რომანის გმირი პიანისტია. ,,
წიგნს თავისი მუსიკა აქვს
და ის ავტორის ენაა , მაგრამ
ჩემს ახალ ნაწარმოებში
ვწერ ისტორიას ადამიანზე,
ვისთვისაც მუსიკაა მთელი
სამყარო . სეზონის ცვლილება
მარადიული მუსიკაა და ის
მხოლოდ ვივალდის
ჰარმონიაა . მხოლოდ მისი ,,
ოთხი სეზონია “! ვივალდი,
ბახი, შუბერტი , შოპენი ...
ჰოდა, მხოლოდ კალამი არ იყო
საკმარისი , მეც უნდა
განმეცადა . მეც უნდა
შემძლებოდა . მადლობა ჩემს
არაჩვეულებრის პედაგოგს ,
ნინო ბურჯანაძეს და სულხან
ცინცაძის სახელობის
ხელოვნების სკოლას" -
ამბობს ნიკოლოზი.