VIDEO: „ყველა ამას აღნიშნავს და ოპოზიციიდანაც ვატყობ მე, ამაზე საუბრობენ, რომ არის უჩვეულოდ მშვიდი საარჩევნო გარემო, რომ ყველას აქვს შესაძლებლობა ჩაატაროს საარჩევნო კამპანია და არის ძალადობისგან თავისუფალი გარემო“- შალვა პაპუაშვილი

Primetime.ge 2 თვის წინ 18
VIDEO: „ყველა ამას აღნიშნავს და ოპოზიციიდანაც ვატყობ მე, ამაზე საუბრობენ, რომ არის უჩვეულოდ მშვიდი საარჩევნო გარემო, რომ ყველას აქვს შესაძლებლობა ჩაატაროს საარჩევნო კამპანია და არის ძალადობისგან თავისუფალი გარემო“- შალვა პაპუაშვილი
„ყველა ამას აღნიშნავს და ოპოზიციიდანაც ვატყობ მე, ამაზე საუბრობენ, რომ არის უჩვეულოდ მშვიდი საარჩევნო გარემო, რომ ყველას აქვს შესაძლებლობა ჩაატაროს საარჩევნო კამპანია და არის ძალადობისგან თავისუფალი გარემო. თუ კი არის ცალკეული იზოლირებული ექსცესები. ზუსტად ამას ამბობს ეუთო/ოდირი საკუთარ შუალედურ ანგარიშში.“- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა, აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემაში „ვახო ხუზმიაშვილის თავისუფალი სივრცე“ განაცხადა.„ჩვენ ვნახეთ, როგორც კი ეს ანგარიში გამოვიდა და გარკვეული იმედგაცრუება იყო ოპოზიციისთვის, რომელიც არეულობისთვის ემზადება სინამდვილეში, მეორე დღიდანვე დაიწყო მასირებული საინფორმაციო შტურმი, იმისთვის, რომ შექმნან საინფორმაციო ხმაური იმ აღქმებისთვის, რომელიც უნდათ, რომ ჩამოუყალიბონ საერთაშორისო დამკვირვებლებს. მეორე დღესვე, „ტვ პირველის“ ეთერში, ხაზარაძის კუთვნილ ტელევიზიაში გავიდა სიუჟეტი, თითქოს, პირადობის მოწმობებთან თუ პირადი ინფორმაციის შეგროვებასთან დაკავშირებით, ამას მოჰყვა ოპოზიციურ პარტიებთან დაკავშირებული ენჯეოების განცხადებები, რომლებიც თავის მხრივ, ეყრდნობიან ამ ტელევიზიის რეპორტაჟს, სადაც არც ერთი გვარი, სახელი, ფაქტი, მტკიცებულება - საერთოდ არაფერი დასახელებული არ არის და ვითომ ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით არის მოყვანილი“ - აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ. 
სრულად წაიკითხეთ სტატია