4 იანვარი ილია მეორის
დაბადების დღეა.
საქართველოს პატრიარქს 91
წელი შეუსრულდა.ილია მეორე,
ერისკაცობაში ირაკლი
შიოლაშვილი, 1933 წლის 4
იანვარს ვლადიკავკაზში,
გიორგი
ღუდუშაური-შიოლაშვილისა
და ნატალია კობაიძის
ოჯახში დაიბადა. 1952 წელს
ვლადიკავკაზის 22-ე საშუალო
სკოლის დამთავრების
შემდეგ სწავლა მოსკოვის
სასულიერო სემინარიაში
განაგრძო.1957 წლის 16 აპრილს
სასულიერო აკადემიის მე-2
კურსის სტუდენტი ილია
მეორე საქართველოს
მაშინდელი
კათოლიკოს-პატრიარქის,
მელქისედეკ III-ის ლოცვა
კურთხევით თბილისის წმ.
ალექსანდრე ნეველის
სახელობის ტაძარში ბერად
აღკვეცეს და მას სახელად
ილია უწოდეს.საქართველოს
მაშინდელი
კათოლიკოს-პატრიარქის,
დავით V-ის გარდაცვალების
შემდეგ, 1977 წლის 23 დეკემბერს
საქართველოს
მართლმადიდებელი ეკლესიის
წმიდა სინოდმა კათოლიკოსი
ილია მეორე პატრიარქად
აირჩია.ილია მეორის
ინტრონიზაცია 1977 წლის 25
დეკემბერს სვეტიცხოვლის
საკათედრო ტაძარში
მოხდა.სოფელ სნოს სკოლა,
სადაც ილია II რამდენიმე
წლის განმავლობაში
სწავლობდა და ადამიანები,
რომლებიც პატრიარქზე
საინტერესო ამბებს „დილა
მშვიდობისა საქართველოს“
ეთერში იხსენებენ.ნახეთ
ვიდეო არქივიდან:ასევე
ნახეთ:„ყინულის ქვეშ
მოქცეული, განწირული
ვფართხალებდი... ჩემმა
მფარველმა ანგელოზმა
დახრჩობას გადამარჩინა“ -
კიდევ ერთი სასწაულის
ამბავი„ეს ისეთი
საშინელება იყო,
გახსენებაც კი მზარავს...
დასუსტებული ქალი ცხრა
კაცმა ძლივს მიმიყვანა
წმინდა ბარძიმთან...“-
დაუჯერებელი სასწაული