საქართველოს კულტურის
სამინისტროს მხარდაჭერით,
თბილისის დიდ საკონცერტო
დარბაზში მომღერლის,
მუსიკოსისა და პიანისტის,
ეკა კვალიაშვილის
საიუბილეო საღამო
სახელწოდებით „აქ
სიყვარულია“ წარმატებით
ჩატარდა.კონცერტზე,
რომელიც მთლიანად დაეთმო
მომღერლის საავტორო
შემოქმედებას, ეკა
კვალიაშვილი პირველად
წარდგა მსმენელის წინაშე,
როგორც
კომპოზიტორი.საღამოზე ეკა
კვალიაშვილმა შეასრულა
სიმღერა - „საქართველოში
ქართველები არ კვდებიან“ -
რომლის ტექსტიც დაწერა
თინათინ მღდვლიაშვილმა.