„სალომე ზურაბიშვილის
მისია, ამოწურულია ბოლომდე
და ის არის სტიპენდიატი იმ
ფონდის, რომელმა ფონდმაც
შეიძლება შეუწყვიტოს
სტიპენდია და რომელი
ფონდის საქმიანობაც
შეიძლება ამერიკის
შეერთებულ შტატებში იქნეს
შესწავლილი შესაბამისი
ორგანოებისგან...“ - ამის
შესახებ საზოგადოებრივი
მოძრაობის „ერთიანი
ნეიტრალური საქართველოს“
ერთ-ერთი დამფუძნებელმა,
ბიძინა გიორგობიანმა
გადაცემა ვახო
ხუზმიაშვილის „თავისუფალ
სივრცეში“ განაცხადა. „ის
სჭირდებოდა ოპოზიციას
მოცემული, კონკრეტული
მომენტისთვის. მას
იყენებდნენ როგორც
მოკავშირეს ევროპულ
სტრუქტურებსა და აქაური
ოპოზიციური პარტიის ე.წ
ლიდერებს შორის
კოორდინატორად“ -
განაცხადა გიორგობიანმა.