ვრცელდება სათვალთვალო
კამერის კადრები, რომელიც
ალეკო ელისაშვილის
დაკავების მიზეზი გახდა. 3
დეკემბერს, „საქართველოს
აზერბაიჯანელთა ეროვნული
კონგრესის“ თავმჯდომარემ,
ალი ბაბაევმა განაცხადა,
რომ კოალიცია „ძლიერი
საქართველოს“ ერთ-ერთმა
ლიდერმა, ალეკო
ელისაშვილმა, მას
სიტყვიერი და ფიზიკური
შეურაცხყოფა
მიაყენა.ბაბაევის თქმით,
ინციდენტი 2 დეკემბერს,
საღამოს საათებში,
ფილარმონიის მიმდებარე
ტერიტორიაზე მდებარე
ერთ-ერთ აფთიაქთან მოხდა.
მისივე განცხადებით,
თავდასხმის შედეგად მას
კლინიკაში გადაყვანა
დასჭირდა.ნახეთ კადრები ⇓