„პრეზიდენტი გასულია
სრულად, როგორც
კონსტიტუციიდან, ისე
სააჩევნო სამართლის
მოთხოვნებიდან, ის
ჩვეულებრივად ჩართულია
საარჩევნო კამპანიაში
,,ქართული ოცნების"
წინააღმდეგ, ის ასევე
ჩართულია პრემიერობის
კანდიდატის შერჩევაში...“-
ამის შესახებ პარლამენტის
თავმჯდომარემ შალვა
პაპუაშვილმა გადაცემაში
„ვახო ხუზმიაშვილის
თავისუფალი სივრცე“
განაცხადა. „პრეზიდენტი
გასულია სრულად, როგორც
კონსტიტუციიდან, ისე
საარჩევნო სამართლის
მოთხოვნებიდან. ის
ჩვეულებრივად ჩართულია
საარჩევნო კამპანიაში
,,ქართული ოცნების"
წინააღმდეგ და მგონი ამას
ყველა ხედავს, თვითონაც არ
მალავს. ის ასევე ჩართულია
პრემიერობის კანდიდატის
შერჩევაში, უფრო სწორედ,
მოაწერინა ხელი პარტიებს,
რომ მას უნდა ჰქონდეს
უფლება დაასახელოს
კანდიდატი, რაც
ანტიკონსტიტუციური არის.
ის ამ თავისი ფურცლით დადის
საზღვარგარეთ და ჩვენს
შიდა პოლიტიკურ მოწყობას
ათანხმებს უცხო ქვეყნის
პოლიტიკურ ლიდერებთან, რაც
არის ჩვენი სუვერენიტეტის
დარღვევა და კონსტიტუციის
დარღვევაა პრეზიდენტის
მხრიდან. აბსოლუტურად
გასული არის ყველანაირი
ჩარჩოდან. თუმცა,
ადგილობრივი
დამკვირვებლების
ანგარიშში, ეს არსად
მომხვდარა. ისევე როგორც
"ქართული ოცნების"
წინააღმდეგ არსებული
დარღვევები. ამაზე
ყველაფერს თვალს ხუჭავენ,
სამაგიეროდ, ტყუილი არის
ხოლმე ჩაწერილი შიგნით. ეს
პირდაპირ მანიშნებელია
იმის და ნელ-ნელა უკვე
ვრწმუნდებით, რომ
დაგეგმილია 2020 წლის
სცენარის გამეორება უფრო
უხეში და მძიმე ფორმებით.“, -
განაცხადა შალვა
პაპუაშვილმა.