„მიუხედავად იმისა, რომ
ჩვენ არცერთი ჩვენი კოლეგა
არ მოგვწონს, ყველასთან არ
გვაქვს დალაგებული
ურთიერთობა, ამის
მიუხედავად, მზად ვართ
ყველასთან ვითანამშრომლოთ
იმ საქმეებთან
დაკავშირებით, რომელიც
ჩვენ გვაინტერესებს...“ -
ამის შესახებ პარტია
„გირჩის“ წევრმა, იაგო
ხვიჩიამ გადაცემა „ვახო
ხუზმიაშვილის თავისუფალ
სივრცეში“
განაცხადა.„მგონი
ერთადერთი პარტია ვიყავით 9
წლის განმავლობაში, ერთი და
იგივეს ვიმეორებთ ჩვენ
მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ
არცერთი ჩვენი კოლეგა არ
მოგვწონს, ყველასთან არ
გვაქვს დალაგებული
ურთიერთობა, ამის
მიუხედავად, მზად ვართ
ყველასთან ვითანამშრომლოთ
იმ საქმეებთან
დაკავშირებით, რომელიც
ჩვენ გვაინტერესებს.
წინასწარ არ გვაქვს
პარტნიორი არჩეული. იმიტომ,
რომ ვიცით, საქმეზე არავინ
ლაპარაკობს.
წინასაარჩევნოდ რაღაც
კლოუნადა არის მოწყობილი,
ხალხი ერთმანეთს
ეპრანჭება სცენაზე
გამოსვლით და ყვირილით.
თავი კაცი ჰგონიათ, რომ
სადღაც ძალით შეკრებილ
ხალხს ელაპარაკებიან და
ლექციას უკითხავენ. ჩვენ
გადავწყვიტეთ, რომ ამ
ყველაფერზე უარი ვთქვათ
ზოგადად“ - განაცხადა იაგო
ხვიჩიამ.