ვენერა ობოლაშვილი
სოციალურ ქსელში გამოჩნდა.
ქალი, რომელიც წლების
განმავლობაში სამი
ადამიანის მკვლელობის
ბრალდებით იყო დაკავებული,
საპატიმროდან გასულ წელს
გათავისუფლდა. სოციალურ
ქსელში გავრცელებულ
ვიდეოში, ვენერა
ობოლაშვილი კაცებს
მიმართავს:„მართალი
კაცები ვაჟკაც ქალებს
აფასებენ, მაგრამ
ზოგიერთები ხომ კაცები არ
არიან?! ისინი კაცები უნდა
იყვნენ და მე ქალი?! თქვენ
ოჯახებს მიხედეთ
ზოგიერთებმა შვილო, ცოლები
რომ გატყუებენ და
საყვარლებთან დადიან,
თქვენ ვისზე ლაპარაკობთ.
იმათ მიაქციეთ ყურადღება,
სიგარეტს რომ გაბოლებენ
სახეში“, - ამბობს
ობოლაშვილი ვიდეოში. 14 წლის
წინ, 55 წლის მსჯავრდებულმა
სასამართლოს წინაშე სამი
ადამიანის მკვლელობა
აღიარა. მისი ბოლო
მსხვერპლი 80 წლის მარია
არზამასევა იყო. ვენერა
ობოლაშვილმა 2010 წელს ასევე
აღიარა საკუთარი ქმრის,
იური იურკინისა და
მეგობარი მამაკაცის
ანატოლი კალინკას
მკვლელობები. ხანგრძლივი
პატიმრობა კი მხოლოდ
მოხუცი ქალის მკვლელობისა
და თაღლითობისთვის
მიუსაჯეს.1984 წელს ვენერა
ობოლაშვილმა მოკლა მასთან
ოფიციალურ ქორწინებაში
მყოფი 1941 წელს დაბადებული
იური იურკინი და მისი ბინა
4000; აშშ დოლარად გაყიდა.2008
წელს მოკლა მასთან
არარეგისტრირებულ
ქორწინებაში მყოფი 1956 წელს
დაბადებული ანატოლი
კალინკა და მისი ბინა 50 000
ამერიკულ დოლარად გაყიდა.2009
წელს მოკლა 1930 წელს
დაბადებული მარია
არზამასევა და მისი ბინა 20 000
ამერიკულ დოლარად
გაყიდა.ობოლაშვილს
სასამართლომ 2010 წელს 23 წლით
თავისუფლების აღკვეთა
მიუსაჯა.