„პოლიტიკური პატიმარი
არის სინდისის პატიმარი.
რით არიან სინდისის
პატიმრები? პოლიციელს უნდა
დაარტყა?...“ - ამის შესახებ
საქართველოს პარლამენტის
ყოფილმა წევრმა, ხათუნა
ხოფერიამ გადაცემა „ვახო
ხუზმიაშვილის თავისუფალ
სივრცეში“
განაცხადა.„პოლიტიკური
პატიმრები საბჭოთა
კავშირის დროს იყვნენ,
როდესაც სიტყვიერი
განცხადებებისა და
პოლიტიკური
წინააღმდეგობის გამო,
დილეგებში აგდებდნენ და
გადასახლებაში უშვებდნენ,
ესენი არ არიან პოლიტიკური
პატიმრები, ესენი არიან
საქართველოს მტრები,
მოღალატეები. მათ დაიჯერეს
ის, რაც შეუქმნეს, ის ილუზია,
რომ აი, ამ ლიბერალურ
სამყაროში უნდა ეცხოვრათ ,
რომ ღმერთი არ იყო ღმერთი,
რომ ქალი არ იყო დედა....“, -
განაცხადა ხოფერიამ.