2025 წელი მსოფლიოში ყველაზე
ადრე შობის კუნძულზე, იგივე
კირიბატში დადგა. ყველაზე
გვიან კი ახალი წელი წყნარი
ოკეანეს ცენტრალურ
ნაწილში იზეიმეს.
გრანდიოზული ფოიერვერკი,
სურვილები მონეტების
სანაცვლოდ და სხვა
ტრადიციები, რომელიც
საუკუნეზე მეტს
ითვლის.მსოფლიოში ახალი
წლის დადგომის ერთ-ერთი
მთავარი სანახაობა წელსაც
ნიუ-იორკში ტრადიციული
ბურთის დაშვების
ცერემონია იყო. მანჰეტენზე
გრანდიოზული შოუს
სანახავად ათასობით
ადამიანი შეიკრიბა. ბურთის
დაშვების ცერემონია,
რომელიც ახალი იმედის
სიმბოლოა, ტრადიციას 1907
წლიდან იღებს.გრანდიოზული
სანახაობა იყო
ბრაზილიაშიც. საახალწლო
ცერემონიებს
რიო-დე-ჟანეირომ
უმასპინძლა.
ფოიერვერკების მთავარ,
12-წუთიან შოუს, 3 მილიონამდე
ადამიანი ადევნებდა თვალს.
ქალაქში სხვადასხვა
საახალწლო
ღონისძიებებისთვის 13 სცენა
იყო მოწყობილი.ახალი 2025
ერთ-ერთი პირველი
იაპონიაში დადგა. ტოკიოში
ახალ წელს ათასობით
ადამიანი მეიდზიში შეხვდა.
იაპონური ტრადიციის
მიხედვით, ამომავალი მზის
ქვეყანაში მოქალაქეებმა
საკულტო ადგილებში
მონეტების ჩაგდების
სანაცვლოდ, საახალწლო
სურვილები უნდა
ჩაიფიქრონ.ევროპაში კი,
ყველაზე მასშტაბურ
ფოიერვერკების შოუს დიდმა
ბრიტანეთმა უმასპინძლა.
ლონდონში ბიგ-ბენის საათზე
ზუსტად 12 საათის
შესრულების შემდეგ, ქალაქი
მდინარე ტემზას ორივე
მხრიდან გასროლილმა
ფოიერვერკმა გაანათა.
გრანდიოზული სანახაობა 12
წუთს
გაგრძელდა.ტრიუმფალური
თაღი და ეიფელის კოშკი -
გამორჩეული იყო საახალწლო
სანახაობა პარიზშიც.
ლაზერული და
ფოიერვერკების შოუს
ელისეის მინდვრებზე
ათასობით ადამიანი
ადევნებდა
თვალს.გერმანიაში ახალ
წელს ათასობით მოქალაქე
ბრანდერბურგის
კარიბჭესთან შეხვდა.
ბერლინში გაიხსენეს 1989 წლის
მოვლენები, რის შემდეგაც
გერმანია გაერთიანდა.