„ასეთი პირები ვერ უნდა
იყვნენ პოლიტიკაში, იმიტომ
რომ ვერ ჯანსაღდება
პოლიტიკური ველი“, - ამის
შესახებ პარლამენტის
დროებითი საგამოძიებო
კომისიის თავმჯდომარემ,
თეა წულუკიანმა „ვახო
ხუზმიაშვილის თავისუფალ
სივრცეში“ წამყვანის
კითხვის საპასუხოდ
განაცხადა.ვახო
ხუზმიაშვილმა თეა
წულუკიანს ჰკითხა,
შესაძლებელია, თუ არა, დღის
წესრიგში დადგეს
პოლიტიკაში, „ლელოს“
ლიდერების, მამუკა
ხაზარაძის და ბადრი
ჯაფარიძის
აკრძალვა.„მამუკა
ხაზარაძე, ბადრი ჯაფარიძე
და „ნაციონალური
მოძრაობა“, არ არის
ცალკე.კომისიის წინაშე
ტომები შემოდის,
„ნაციონალურ
მოძრაობასთან“ ერთად ამ
ორი ადამიანის მიერ 2003-2012
წლებში განხორციელებული
რეკეტის, ბიზნესების
წართმევის, თაღლითობის და
სხვადასხვა სავარაუდო
ფაქტებზე. ეს მსხვერპლების
მიერ მოტანილი ფაქტები და
დოკუმენტებია, რომელიც
აუცილებლად იქნება
დასკვნაში. ეს
კვალიფიკაცია, კომისიამ
დასკვნაში უნდა მიანიჭოს
მათ ქმედებებს და ამას ჩვენ
აუცილებლად
გავაკეთებთ.ასეთი პირები
ვერ უნდა იყვნენ
პოლიტიკაში, იმიტომ რომ ვერ
ჯანსაღდება პოლიტიკური
ველი. “, - განაცხადა თეა
წულუკიანმა.