80 წლის ემზარ ნიკოლაძე
ნიჭიერში სიმღერით
წარსდგა. როგორც ის ამბობს,
სათნოების სახლ
"კათარზისში" მღერის და
მისი მთავარი მისია
ბენეფიციარებისთვის
მუსიკალური საღამოების
მოწყობაა.როგორც ემზარ
ნიკოლაძე ჰყვება, მთელი
ცხოვრების განმავლობაში
სურდა დიდ სცენაზე
გამოსვლა, თუმცა ეს ვერ
მოახერხა, "ნიჭიერის"
საშუალებით კი ამის შანსი
მიეცა. მისივე თქმით,
"ნიჭიერში" მის გამოსვლას
"კათარზისის" მთელი
კოლექტივი
გულშემატკივრობდა.ემზარ
ნიკოლაძემ ჟიურის და
მაყურებლის დიდი მოწონება
და ოვაციები დაიმსახურა.
მან ჟიურის ერთ-ერთი
წევრისგან, თამარ
ფხაკაძისგან "ოქროს ღილაკი"
მიიღო, რაც ნახევარფინალის
პირდაპირ საგზურს ნიშნავს.