Tuttosport: ჯუნტოლიმ შეიძლება კიდევ ერთი ქართველის ტრანსფერი გაჩარხოს

News.ge 1 თვე წინ 55
Tuttosport: ჯუნტოლიმ შეიძლება კიდევ ერთი ქართველის ტრანსფერი გაჩარხოს

„ტუტოსპორტი“ საქართველოს ნაკრებისა და „ლიონის“ თავდამსხმელის გიორგი მიქაუტაძის შესახებ წერს, რომ ზამთრის სატრანსფერო ფანჯრისას შეიძლება „იუვენტუსში“ გადავიდეს.
აღნიშნულია, რომ არკადიუშ მილიკის ტრავმის გამო, დუშან ვლაჰოვიჩი გუნდის ერთადერთი ფორვარდია, რთულ სიტუაციაში მყოფ „ლიონს“ არაა გამორიცხული ქართველის გაყიდვაც მოუწიოს და „იუვესთვის“ საქმეს ისიც აიოლებს, რომ მას საფრანგეთის მოქალაქეობაც აქვს, რაც მნიშვნელოვანია, რამეთუ კლუბში არაევროკავშირელ ფეხბურთელებზე ლიმიტი ამოწურულია.
გამოცემა იხსენებს, რომ „ბებერი ქალბატონის“ სპორტულმა დირექტორმა კრისტიან ჯუნტოლიმ „ნაპოლიში“ მუშაობისას ს გადაბირება მოახერხა და ახლა შეიძლება კიდევ ერთი ქართველის ტრანსფერი გაჩარხოს.

სრულად წაიკითხეთ სტატია