TI: 150-ზე მეტი თანამდებობის პირი დასანქცირებულია

News.ge 2 დღის წინ 5
TI: 150-ზე მეტი თანამდებობის პირი დასანქცირებულია

არასამთავრობო ორგანიზაცია საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს განცხადებით, ამ დროისთვის, 150-ზე მეტი თანამდებობის პირი, მათ შორის, არალეგიტიმური მთავრობის წარმომადგენლები დასანქცირებულები არიან. განცხადებაში ნათქვამია, რომ ასევე, დასანქცირდნენ ქართული ოცნების მაღალჩინოსნების მოადგილეები, დეპუტატები, მოსამართლეები, მუნიციპალიტიტის ხელმძღვანელები, მხარდამჭერი ბიზნესმენები და პროპატანდისტები.
ამის შესახებ ინფორმაციას არასამთავრობო ორგანიზაცია სოციალურ ქსელში ავრცელებს.
“მათ საქართველოს გულშემატკივარი ქვეყნები მშვიდობიანი მომიტინგეების სასტიკი დარბევის, დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრის, ევროინტეგრაციის პროცესის შეჩერების, ს გაყალბების და ქართველი ხალხის ნების წინააღმდეგ წასვლის გამო ასანქცირებენ.
იმისათვის, რომ დასანქცირების პროცესი შეჩერდეს და კრიზისი განიმუხტოს, უნდა შესრულდეს ორი მოთხოვნა – გათავისუფლდნენ უკანონო პატიმრები და დაინიშნოს ახალი არჩევნები”, – ნათქვამია განცხადებაში.

სრულად წაიკითხეთ სტატია