აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ
ტრამპს მთავრობის
ეფექტურობის
დეპარტამენტის ყოფილ
ხელმძღვანელთან, ილონ
მასკთან დაკავშირებით
მოთმინება ეწურება.
ინფორმაციას The Wall Street Journal-ი
ავრცელებს.გამოცემის
ცნობით, თეთრი სახლის
ლიდერის უკმაყოფილების
მიზეზი მთავრობის
ეფექტიანობის
დეპარტამენტის ყოფილი
ხელმძღვანელის პოსტები
გახდა, სადაც ის ტრამპის
მიერ მხარდაჭერილ
ფედერალური ხარჯების
შემცირების კანონპროექტს
აკრიტიკებს.The Wall Street Journal-ის
წყაროების ინფორმაციით,
ტრამპისა და მასკის
ურთიერთობაზე გავლენა
„ამერიკის ეროვნული
კოსმოსური სააგენტოს“
ხელმძღვანელის პოსტზე
ჯარედ აიზეკმანის
კანდიდატურის დაბლოკვამ
იქონია, რომელსაც მასკი
აქტიურად უჭერდა
მხარს.ტრამპის
კანონპროექტის კრიტიკა
მასკმა სწორედ ამის შემდეგ
დაიწყო.