საქართველოს ყოფილი
პრეზიდენტი სალომე
ზურაბიშვილი აშშ-ის ახალ
ადმინისტრაციას სთავაზობს
რუსეთზე ზეწოლა მოახდინოს
და საამისოდ საქართველო,
როგორც „სათამაშო
მოედანი“ გამოიყენოს.
სტატიას ამ შინაარსით
ამერიკული გამოცემა The Hill-ი
ავრცელებს.გამოცემის
ინფორმაციით, ზურაბიშვილი
გასული წლის დეკემბერში
საფრანგეთის პრეზიდენტის
ემანუელ მაკრონის
წყალობით რესტავრირებული
პარიზის წმინდა
ღვთისმშობლის ტაძრის
გახსნით ღონისძიებაზე
დონალდ ტრამპს შეხვდა და
საქართველოზე
ესაუბრა.„მისი
[ზურაბიშვილის] გზავნილი
არის ის, რომ აშშ-მა რუსეთზე
ზეწოლა უნდა მოახდინოს და
საამისოდ საქართველო,
როგორც „სათამაშო
მოედანი“ გამოიყენოს“, -
წერს The Hill-ი.გამოცემა
მკითხველს ახსენებს, რომ
რუსეთი საქართველოში 2008
წელს შეიჭრა და ქვეყნის 20%
ოკუპაციას დღემდე ახდენს.
გარდა ამისა, მოსკოვს
საქართველოში პოლიტიკური
კრიზისის წახალისებაში
სდებენ ბრალს.„მქონდა
შესაძლებლობა მეთქვა
მისთვის [ტრამპისთვის], რომ
ეს არის სტრატეგიული
რეგიონი, რომელიც არ
შეიძლება დაივიწყოს
შეერთებულმა შტატებმა“, -
ციტირებს გამოცემა
ზურაბიშვილს.როგორც The Hill-ი
იუწყება, გასულ კვირას
ზურაბიშვილი აშშ-ში
ტრამპის ინაუგურაციისადმი
მიძღვნილ ღონისძიებაში
იღებდა მონაწილეობას,
სადაც მარკო რუბიოს და პიტ
ჰეგსეტს შეხვდა. „მათ არ
უნდა დაუშვან რუსეთის
ლიდერობა რეგიონში. ეს უნდა
გვესმოდეს“, - თქვა
ზურაბიშვილმა.ყოფილი
პრეზიდენტი თვლის, რომ თუ
ამერიკა რეგიონში
მიმდინარე პროცესებში არ
ჩაერთვება, ის რუსეთის ან
ჩინეთის გავლენის ქვეშ
აღმოჩნდება.