• luxury ავტომობილების
მწარმოებელთან BENTLEY MOTORS-სთან
ხელშეკრულებას ხელი უკვე
მოეწერა„თეგეტა
ჰოლდინგში“ შემავალი
კომპანია „თეგეტა ქარსი“
საქართველოში
ავტოინდუსტრიის
ლეგენდარული ბრიტანული
ბრენდის, Bentley-ს ოფიციალური
წარმომადგენელი გახდა, რაც
მნიშვნელოვანი ეტაპია
ქვეყანაში luxury
ავტომობილების
განვითარების კუთხით.
ბრიტანულ ბრენდთან
სადილერო ხელშეკრულებას
„თეგეტა ჰოლდინგმა“ ხელი
უკვე მოაწერა.აღნიშნული
თანამშრომლობა Tegeta cars-ს
მისცემს საშუალებას
ქართულ ბაზარს წარუდგინოს
Bentley-ს გამორჩეული მოდელები.
დაწყებულია ბრენდის
კონცეპტუალური შოურუმის
მშენებლობაც, რომელიც
აღმაშენებლის #129-ში 2024 წლის
ნოემბერში ოფიციალურად
გაიხსნება. შოურუმში
სრულად იქნება
გათალისწინებული Bentley-ის
სრულყოფილება.
მომხმარებელს საშუალება
ექნება Bentley-ის, luxury ბრენდის
უახლესი მოდელები
დაათვალიეროს და თითოეული
ავტომობილი საკუთარ
გემოვნებას მოარგოს. ასევე
აშენდება სივრცე
სერვისისთვის, რათა
თითოეულ მანქანას
„თეგეტას“ პროფესიონალი
მექანიკოსები
მოემსახურონ.პეტრე წაქაძე,
„თეგეტა ჰოლდინგის“
მსუბუქი ავტომობილების
მიმართულების მთავარი
ოფიცერი: „Bentley უდიდესი
ისტორიის მატარებელი
ბრენდია და ჩვენთვის
საამაყოა, რომ Tegeta cars
ლეგენდარული
ავტომწარმოებლის
ოფიციალური
წარმომადგენელი გახდა.
ჩვენთვის მნიშვნელოვანია,
Bentley-ს გამოცდილების
ყოველდღიურ
ბიზნესპროცესებში
გაზიარება და მათი
განვლილი გზის
გათვალისწინება, როგორც
მაგალითისა. Tegeta cars პირველი
კომპანიაა, რომელიც
საქართველოში luxury
ავტომობილების
მიმართულებით ოფიციალური
წარმომადგენელი იქნება.
ჩვენ მომხმარებლის
მოთხოვნას ყოველთვის
ვსწავლობთ და შესაბამისად
ვმოქმედებთ. ამ
მიმართულებით დიდი ხანია
ქართულ ბაზარზე
პოტენციალი გაჩნდა და
მივიღეთ გადაწყვეტილება,
აღნიშნული სეგმენტიც
მოვიცვათ“.Bentley motors 1919 წელს
ლონდონში დაარსდა.
კომპანია ვალტერ ოუვენ
ბენტლიმ მარტივი მიზნით
შექმნა: აეშენებინა
„სწრაფი, კარგი, საუკეთესო
მანქანა თავის კლასში“.
სწორედ ამ პრინციპმა
განაპირობა ბენტლის
წარმატება. დაარსებიდან
მალევე Bentley-მ სიჩქარისა და
გამძლეობის მიმართულებით
მრავალი რეკორდი
წარმატებით დააფიქსირა,
მათ შორის
ინდიანაპოლისში, მენის
კუნძულზე და ბრუკლენდში.
განსაკუთრებული
მიღწევებით გამოირჩეოდა
Bentley Boys, რომელმაც1924, 1927, 1928, 1929 და
1930 წლებში ლე მანის
კონკურსზე არაერთი
გამარჯვება მოიპოვა; მას
შემდეგ უდიდესი
ავტომწარმოებლის სახელს
მრავალი წარმატება
უკავშირდება. Bentley
ტექნოლოგიურ განვითარებას
არ წყვეტს. 2020 წელს
კომპანიამ მანიფესტი Beyond100
დაამტკიცა, რომელიც
მწარმოებლის მთავარ
მიზანს ასახავს - გახდეს
ყველაზე მდგრადი
ავტომწარმოებელი
მსოფლიოში luxury
ავტომობილების
მიმართულებით. luxury
ავტომობილების
მიმართულებით ლეგენდარული
ბრენდი მალე ქართველი
მომხმარებლისთვისაც
ხელმისაწვდომი გახდება. Bentley
უკვე tegeta cars-ის
პორტფელშია.--„თეგეტა
ჰოლდინგში“ შემავალი
კომპანია Tegeta Cars ბაზარზე 2010
წლიდან ოპერირებს და
რეგიონში ავტოსფეროს
განვითარებაზე ზრუნავს.
მსოფლიოს წამყვან
ბრენდებთან პარტნიორობით,
როგორიცაა Porsche, Mazda, Toyota, Volvo, Geely,
Zeekr, Auto Gallery, Europcar, NIU, Indian - კომპანია
მუდმივად ზრდის
ხელმისაწვდომობას
უსაფრთხო, კომფორტულ და
ეკომეგობრულ ტრანსპორტზე.
განახლებული პორტფელით კი
მომხმარებელს
ავტომობილებისა თუ
მოტოტრანსპორტის ყველაზე
მრავალფეროვან არჩევანს
სთავაზობს. რეგიონში
ბრენდების შემოყვანისა და
დამკვიდრების გარდა
კომპანია ზრუნავს,
მომხმარებელს ყიდვის
შემდგომ უმაღლესი
ხარისხის მომსახურება
გაუწიოს. 14 წელია, თეგეტა
ქარსი არ წყვეტს
განვითარებას და
პროფესიონალი გუნდის
დახმარებით საუკეთესო
სივრცეს ქმნის
ავტომოყვარულებისთვის.