უბერ ჟოლის წიგნი
„ბიზნესის გული“ SOLO Books-ისა
და Visa-ს პროექტის ფარგლებში,
ქართველი მკითხველისთვის
ხელმისაწვდომი 4
ოქტომბრიდან გახდება. Wall Street
Journal-ის ბესტსელერი
„ბაბლჰედთან“
თანამშრომლობით ითარგმნა
და გამოიცა.წიგნის
პრეზენტაცია 4 ოქტომბერს, 19:00
საათზე, ჭავჭავაძის
ლაუნჯში გაიმართება.
ღონისძიებაზე დასწრება
თავისუფალია. ამისათვის,
მსურველებმა რეგისტრაცია
უნდა გაიარონ
ბმულზე.შეხვედრის
ფარგლებში გაიმართება
პანელური დისკუსია.
სპიკერები „ბიზნესის
გულის“, მასში მოთხრობილი
ელექტროტექნიკის
ამერიკული ქსელის
“ბესტ-ბაის“ წარმატების
ისტორიის შესახებ
ისაუბრებენ და მომავალ
მკითხველს მათ
გამოცდილებებს
გაუზიარებენ.პანელურ
დისკუსიას
გაუძღვებიან:თიკა რუხაძე -
ACT-ის დამფუძნებელი და
მმართველი პარტნიორი.
უფროსი მენეჯმენტ
კონსულტანტი ლიდერების,
გუნდებისა და
ორგანიზაციების
წარმატებული
ტრანსფორმაციის
მრავალწლიანი
გამოცდილებით;დეა ჩხაიძე -
Creative Leadership Hub-ის დამფუძნებელი
და აღმასრულებელი
დირექტორი. ლიდერობის და
ორგანიზაციული კულტურის
კონსულტანტი. ლიდერების
აკრედიტებული ქოუჩი;გივი
გიორგაძე - გამომცემლობა
„ბაბლჰედის“
თანადამფუძნებელი.
სადაზღვევო კომპანია
იმედი L-ის სამეთვალყურეო
საბჭოს წევრი და ყოფილი
აღმასრულებელი
დირექტორი;ლევან გიორგაძე -
გამომცემლობა „ბაბლჰედის“
თანადამფუძნებელი.
„გასტრონომ ჯგუფის“
ბიზნეს კონსულტანტი.
„სოკარ ჯორჯია
პეტროლეუმის“ ყოფილი
დირექტორი და წარმატებული
სტარტაპების „ქროსთის“ და
„ვენროლის“
თანადამფუძნებელი. წიგნის
შეძენა ექსკლუზიურად SOLO
ბუტიკში, 4 ოქტომბრიდან
იქნება
შესაძლებელი.ინფორმაციისთვის,
SOLO Books-ის მიზანი,
ექსკლუზიურად SOLO-ს
მომხმარებლებისთვის
მსოფლიო ბესტსელერების
ქართულ ენაზე
ხელმისაწვდომობის
უზრუნველყოფაა. SOLO Books-ის
სერია გაგრძელდება და
თავისი ახალ-ახალი
გამოცემებით არაერთხელ
გაგიღებთ კარს მსოფლიო
ლიტერატურის შთამბეჭდავ
სამყაროში.