გუშინ, 22 იანვარს Unpacked
ღონისძიებაზე, Samsung-მა
წარადგინა ახალი Galaxy S25 Ultra, Galaxy
S25+ და Galaxy S25. ახალი
სმარტფონები ქმნის
მობილური AI-ის სრულიად
განსხვავებულ ეპოქას,
რომელიც ორიენტირებულია
მომხმარებლის
გამოცდილების
გაუმჯობესებაზე. Galaxy S25
სერია, აღჭურვილია
ადამიანის მსგავსი AI-ით,
რასაც შეუძლია ჩვენი
ყოველდღიურობა ბევრად
გაამარტივოს და
სხვადასხვა დავალებების
შესრულების ინოვაციური
გზები შემოგვთავაზოს.Galaxy S25
სერია წარმოაჩენს Samsung-ის
ხედვას, შეცვალოს
სმარტფონების გამოყენების
ქცევა, ადამიანების
ყოველდღიურობა და
სამყაროსთან ურთიერთობის
პროცესიც.ინტუიტიური და
გამარტივებული
ინტერაქციაOne UI-სთან ერთად,
Galaxy S25 სერია გახდება შენი AI
თანამგზავრი, რომელიც
ამოიცნობს საჭიროებებს,
კონტექსტს და გთავაზობს
შენზე მორგებულ AI
გამოცდილებას.Samsung აქტიურად
მუშაობს Google-თან ერთად, Android-ის
ახალი ვერსიის
შესაქმნელად, რომელიც
ფოკუსირებულია ხელოვნური
ინტელექტის გამოყენებაზე.
ეს არის დეველოპერებისა და
პარტნიორების გლობალური
ძალისხმევა, რათა შექმნან
ხელოვნურ ინტელექტზე
დაფუძნებული, უფრო მოქნილი
Android სისტემა.Galaxy-ის ახალ
სერიაში გაუმჯობესებულია
მომხმარებლის ფავორიტი
ფუნქცია - Circle to Search, რომელიც
გეხმარება გამარტივებულ
ძიებაში. ეს ფუნქცია ახლა
უკვე სწრაფად ამოიცნობს
მობილურის ნომრებს,
იმეილებსა და URL-ებს შენს
ეკრანზე, რითაც გაძლევს
საშუალებას, დარეკო,
გააგზავნო მეილი ან ეწვიო
ვებსაიტს, ეკრანზე მხოლოდ
ერთი შეხებით.ცხოვრებას
გაცილებით გაგიმარტივებს
შენი AI ასისტენტი - Gemini,
რომლითაც შეგიძლია
ინტერაქცია Samsung-სა და Google-ის
მრავალ აპლიკაციას შორის.
მაგალითად, შეგიძლია
მოძებნო შენი საყვარელი
სპორტული კლუბის მთელი
სეზონის განრიგი და
დაამატო Samsung Calendar-ში, მხოლოდ
ერთი ხმოვანი ბრძანებით.Galaxy
S25 სერია კვლავ აგრძელებს Call
Transcript-ის საშუალებით შენი
საუბრების გამარტივებას.
Writing Assist ფუნქციები,
როგორიცაა კონტენტის
შეჯამება ან ავტომატური
ფორმატირება, ახლა უკვე
ხელმისაწვდომია იქვე,
სადაც ტექსტს მონიშნავ.
აღარ გჭირდება ერთი
აპლიკაციიდან გამოსვლა და
მეორეზე გადასვლა, რაც
გიზოგავს დროსა და
ენერგიას.AI-ის ეპოქაში Samsung
განსაკუთრებულ ყურადღებას
უთმობს პერსონალური
ინფორმაციის დაცვას.
მომხმარებელზე მორგებული
გამოცდილების
პარალელურად, ნებისმიერი
ინფორმაცია უსაფრთხოდ
დაცულია Knox Vault-ში.Galaxy-ს
ყველაზე მძლავრი
პერფორმანსიGalaxy S25 სერიაში
გამოიყენება საუკეთესო,
ახალი ფლაგმანური Qualcomm-ის
პირველი 3nm-იანი ჩიპსეტი -
Snapdragon 8 Elite. წინამორბედთან
შედარებით NPU 40%-ით არის
გაზრდილი, რაც ახალ Galaxy AI
ფუნქციების სიჩქარეს და
ეფექტურობას უწყობს ხელს.
ახალი პროცესორი
გასაოცრად მძლავრი, სწრაფი
და ენერგოეფექტურია. ის
შემოგვთავაზებს თამაშის
შთამბეჭდავ გამოცდილებას,
თამაშის მაქსიმალური
რესურსის
გამოყენებისას.Samsung და
მსოფლიოში წამყვანი
ტექნოლოგიური კომპანია Qualcomm
მუშაობდნენ ერთად, რათა
გაეუმჯობესებინათ Snapdragon® 8 Elite.
შედეგად, Galaxy S25 სერიას აქვს
უფრო ეფექტიანი AI
სურათების დამუშავების
ფუნქცია, ProScaler-თან ერთად,
რომელიც რომელიც
ზრდისგამოსახულების
ხარისხს სკალირების (Upscaling)
ტექნოლოგიით, რაც თავად
თამაშსა და სხვა
მულტიმედია გამოცდილებას
განსაკუთრებულს ხდის.ფოტო
გადაღების ახალი ეპოქაGalaxy S25
სერია გთავაზობს 4-ჯერ უფრო
მდიდარ ფერს, წინა
სერიასთან შედარებით.
სმარტფონს შეუძლია
დეტალების გადაღებაც,
ნებისმიერი განათების
პირობებში. გარდა ამისა,
დაბალი განათების დროს,
ვიდეოები არასდროს ყოფილა
ასეთი მკაფიო, როგორც Galaxy
S25-ით გადაღებისას. მძლავრ
პროცესორზე დაფუძნებული
Galaxy S25 აანალიზებს საგნების
მოძრაობასა და დროს, რათა
მიიღო უფრო მკვეთრი, ნათელი
კადრები ნებისმიერ
გარემოში.Galaxy S25 Ultra-ს იცავს
გამძლე ტიტანი და ახალი Corning®
Gorilla® Armor 2 - პირველი მასალა,
რომელიც მინაზე უფრო
გამძლეა. ის აერთიანებს
Corning-ის მინა-კერამიკას და
ბრენდის საკუთრებაში
არსებულ არეკვლის
საწინააღმდეგო ზედაპირულ
დამუშავებას, რაც ხელს
უწყობს დავარდნისას უფრო
გაძლიერებულ დაცვას და
ნაკაწრებისადმი
მდგრადობას.Galaxy S25 სერია
გეხმარება, ახალ ეტაპზე
გადაიყვანო შენი AI
გამოცდილება და გახადო
ყოველდღიურობა უფრო
საინტერესო.უახლესი
ფლაგმანური Galaxy S25 სერიის
გაყიდვა საქართველოში,
სამსუნგის ოფიციალური
პარტნიორების ქსელებში,
ძალიან მალე დაიწყება.