Samsung Galaxy S25 სერიის წინასწარი
გაყიდვა საქართველოში
უკვე დაიწყო. ისინი, ვინც
პირველები შეიძენენ Galaxy S25
სერიის უახლეს ფლაგმანებს
Samsung-ის ოფიციალური
პარტნიორების მაღაზიათა
ქსელებში, გამორჩეულ
საჩუქრებს მიიღებენ.
კერძოდ, Galaxy S25+ ან Galaxy S25
შეძენისას საჩუქრად
მიიღებ Galaxy Buds3; Galaxy S25 Ultra-ს
შეძენისას კი საჩუქრად
მიიღებ Galaxy Buds3 Pro.Galaxy S25 სერია
შეგიძლია შენი AI
გამოცდილება ახალ ეტაპზე
გადაიყვანო და
ყოველდღიურობა უფრო
კომფორტულთან ერთად, მეტად
საინტერესოც გახადო. One
UI-სთან ერთად, Samsung Galaxy S25 Ultra, Galaxy S25+
და Galaxy S25 შენი AI თანამგზავრი
გახდება - მარტივად
ამოიცნობს საჭიროებებს,
კონტექსტს და შენზე
მორგებულ AI გამოცდილებას
შემოგთავაზებს.Samsung
აქტიურად მუშაობს Google-თან
ერთად, Android-ის ახალი ვერსიის
შესაქმნელად, რომელიც
ფოკუსირებულია ხელოვნური
ინტელექტის გამოყენებაზე.
ეს არის დეველოპერებისა და
პარტნიორების გლობალური
ძალისხმევა, რათა შექმნან
ხელოვნურ ინტელექტზე
დაფუძნებული, უფრო მოქნილი
Android
სისტემა.გაუმჯობესებული AI
ფუნქციები: Circle to Search, AI
ასისტენტი - Gemini, Call Transcript, Writing Assist
და სხვა უამრავი, შენი
ყოველდღიურობის
გამარტივებაზე ახლა უფრო
ეფექტურად იზრუნებენ.Circle to
Search ახლა უკვე ამოიცნობს
მობილურის ნომრებს,
იმეილებსა და URL-ებს შენს
ეკრანზე, რითაც გაძლევს
საშუალებას, დარეკო,
გააგზავნო მეილი ან ეწვიო
ვებსაიტს, ეკრანზე მხოლოდ
ერთხელ შეხებით.ცხოვრებას
გაცილებით გიმარტივებს
შენი AI ასისტენტი - Gemini,
რომლითაც შეგიძლია
ინტერაქცია Samsung-სა და Google-ის
მრავალ აპლიკაციას შორის.
მაგალითად, შეგიძლია
მოძებნო შენი საყვარელი
სპორტული კლუბის მთელი
სეზონის განრიგი და
დაამატო Samsung Calendar-ში, მხოლოდ
ერთი ხმოვანი ბრძანებით.Galaxy
S25 სერია კვლავ აგრძელებს Call
Transcript-ის საშუალებით შენი
საუბრების გამარტივებას.
Writing Assist ფუნქციები,
როგორიცაა კონტენტის
შეჯამება ან ავტომატური
ფორმატირება, ახლა უკვე
ხელმისაწვდომია იქვე,
სადაც ტექსტს მონიშნავ.
აღარ გჭირდება ერთი
აპლიკაციიდან გამოსვლა და
მეორეზე გადასვლა, რაც
დაგიზოგავს დროსა და
ენერგიას.AI-ის ეპოქაში Samsung
განსაკუთრებულ ყურადღებას
უთმობს შენი პერსონალური
ინფორმაციის დაცვას.
მომხმარებელზე მორგებული
გამოცდილების
პარალელურად, ნებისმიერი
ინფორმაცია უსაფრთხოდ
არის დაცული Knox
Vault-ში.შეგახსენებთ, რომ
შეიძინო Galaxy S25 სერია
სამსუნგის ოფიციალური
პარტნიორების ქსელებში -
ალტა, ელიტი, მეგატექნიკა,
კონტაქტ ჰოუმი, ველისთორი,
და ასევე იმ საცალო
მაღაზიებში სადაც
სამსუნგის სმარტფონებს
ოფიციალური ჰოლოგრამა
აქვთ.