დაბალბიუჯეტიანმა ავიაკომპანია Ryanair-მა განაცხადა, რომ 2025 წლის ზაფხულიდან გააუქმებს ყველა ფრენას დორტმუნდის, დრეზდენისა და ლაიფციგის აეროპორტებიდან მაღალი გადასახადების გამო. 60%-ით შემცირდება ფრენების რაოდენობაც ჰამბურგიდან. ეს გამოიწვევს 1,8 მილიონი მგზავრის დაკარგვას, განაცხადა Ryanair-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ედი უილსონმა. ამის შესახებ Bild იუწყება.
საქსონიისთვის ეს ნიშნავს ერთადერთი პირდაპირი ფრენის დაკარგვას ლაიფციგიდან ლონდონში. Ryanair-მა ასევე გააუქმა ფრენები მაიორკას მიმართულებით დრეზდენიდან, თუმცა სხვა ავიაკომპანიები გააგრძელებენ მარშრუტს.
საერთო ჯამში, ავიაკომპანია გერმანიიდან 22 მარშრუტის გაუქმებას გეგმავს.
უილსონმა აღნიშნა, რომ გერმანიამ აღადგინა საჰაერო მიმოსვლის მხოლოდ 82% COVID-19 პანდემიის დონეზე, რაც მას ევროპაში ყველაზე უარეს საავიაციო ბაზრად აქცევს. გერმანიაში საჰაერო მგზავრობის მაღალი გადასახადები და მოსაკრებლები, ისევე როგორც Lufthansa-ს მონოპოლია, აიძულებს მგზავრებს გადაიხადონ ბილეთების ყველაზე მაღალი ფასი ევროპაში.