ვაშინგტონის მკაცრ
მიდგომას თბილისის
„უცხოელი აგენტების“
შესახებ კანონის მიმართ
ზოგჯერ ფარისევლობის სუნი
ასდის, - წერს ამერიკული
ონლაინ-ჟურნალი Responsible Statecraft
სტატიაში, სათაურით -
შეიძლება თუ არა აშშ-ის
საქართველოს არჩევნებში
„ჩარევაში“
დადანაშაულება?„16 წლის წინ
რუსეთმა ხანმოკლე ომი
აწარმოვა საქართველოს
წინააღმდეგ. სექტემბრის
დასაწყისში პრეზიდენტმა
ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ
აშშ „მტკიცედ უჭერს მხარს
საქართველოს
სუვერენიტეტსა და
ტერიტორიულ მთლიანობას
მის საერთაშორისოდ
აღიარებულ საზღვრებში“.
თუმცა, ბაიდენის აზრით,
სწორად გაგებული
სუვერენიტეტი არ
გულისხმობს ამერიკის
სურვილებისთვის
წინააღმდეგობის გაწევას“, -
წერს სტატიის ავტორი დაგ
ბენდოუ, რომელიც წარსულში
აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის,
რონალდ რეიგანის
თანაშემწე იყო.სტატიის
ავტორი ხაზგასმით
აღნიშნავს, რომ არც
„უცხოური აგენტების“
შესახებ კანონპროექტის
მიღება არ არის არსებითად
არადემოკრატიული, რომ
აღარაფერი ვთქვათ
„რუსული“, როგორც ამას
ბაიდენის ადმინისტრაცია
ამტკიცებს.„ახალი კანონი
ჯგუფებს ავალდებულებს
მხოლოდ უცხოური
დაფინანსების
გამჟღავნებას, თუ
კონტრიბუცია მათი
ბიუჯეტის მეხუთედს ან მეტს
შეადგენს. თუმცა,
სახელმწიფო დეპარტამენტი
დაჟინებით ამტკიცებდა, რომ
„კანონპროექტი საფრთხეს
უქმნის სამოქალაქო
საზოგადოების
ორგანიზაციებს“. აშშ-ის
უცხოელი აგენტების
რეგისტრაციის აქტი
უცხოელი პრინციპალების
აგენტებისგან - უცხოური
მთავრობები, პოლიტიკური
პარტიები, სუბიექტები -
დარეგისტრირებას
მოითხოვს. პოლიტიკურ ან
პიარ აქტივობებში ჩართვა,
ფულის შეგროვება ან
დახარჯვა და უცხოელი
პრინციპალების
[ინტერესების]
წარმომადგენა აშშ-ის
მთავრობის წინაშე, ასეთ
პირს უცხოურ აგენტად ხდის,
რაც ექვემდებარება
რეგისტრაციის,
გამჟღავნებისა და
ჩანაწერების წარმოების
მოთხოვნებს“, - აღნიშნულია
სტატიაში.სტატიის ავტორი
აღნიშნავს, რომ მოკავშირე
მთავრობები აფინანსებენ
ჯგუფებს კონკრეტული
პოლიტიკური მიზნის
მისაღწევად და „ეს ახალი არ
არის“.„აშშ-ის მიერ
მხარდაჭერილი ჯგუფები,
რომლებიც მოქმედებენ
ბალკანეთში, გულმოდგინედ
ემხრობიან ლიბერალურ და
ევროკრატიულ პარტიებს.
არის თუ არა ქართული კანონი
ზედმეტად ფართო და ცუდად
შემუშავებული? შესაძლოა,
მაგრამ ბევრი არგუმენტი ამ
კანონმდებლობის
წინააღმდეგ ანგარებიანია.
ნებისმიერ შემთხვევაში,
საკანონმდებლო
არასრულყოფილება ვერ
ამართლებს დახმარების
შეწყვეტას და სავიზო
შეზღუდვებს და
ევროკავშირში
გაწევრიანების შესახებ
დისკუსიების შეჩერებას,
როგორც ეს გააკეთეს აშშ-მა
და ევროკავშირმა. იგივე
კრიტიკა შეიძლება
გაჟღერდეს ვაშინგტონში,
ბრიუსელში არსებული
უამრავი კანონის მიმართ.
შეიძლება თუ არა კანონის
ბოროტად გამოყენება
როგორც აშშ-ში, ასევე
რუსეთში? რა თქმა უნდა“, -
აღნიშნავს სტატიის
ავტორი.„დასავლურმა
სახელმწიფოებმა უნდა
შეწყვიტონ სხვა ერების
შიდა პოლიტიკის კარნახის
მცდელობა. ბაიდენის პეონი
საქართველოს
სუვერენიტეტისადმი
არაგულწრფელია.
ვაშინგტონი პატივს სცემს
სხვა მთავრობების
დამოუკიდებლობას იმდენად,
რამდენადაც ისინი
მოქმედებენ ისე, როგორც
ვაშინგტონს სურს. აშშ
ყველაზე აქტიურად ერევა
არჩევნებში მსოფლიოს
მასშტაბით:
კარნეგი-მელონის კვლევის
თანახმად, აშშ სხვა
ქვეყნების არჩევნებში
81-ჯერ ჩაერია 1945-2000 წლების
პერიოდში“, - ნათქვამია
სტატიაში.სტატიის ავტორის
თქმით, მიუხედავად
„ქართული ოცნების“
მთავრობაზე თავდასხმებისა
იმის გამო, რომ კიევს არ
შეუერთდა ანტიმოსკოვური
პოზიციის მიღებაში,
საქართველოს მთავრობამ
წარმატებით დაიცვა
ქვეყნის
სუვერენიტეტი.„ოპოზიცია
ჩივის, რომ ხელისუფლება
შესაძლოა დათმობებზე
წავიდეს რუსეთთან. თუმცა,
თბილისის პოლიტიკა
უკრაინის პოლიტიკაზე
ბევრად ეფექტური აღმოჩნდა.
საქართველო რჩება
თავისუფალი. რეალობასთან
ადაპტაცია, როგორც ჩანს,
მცირე ფასია არა მხოლოდ
გადარჩენისთვის, არამედ
დამოუკიდებლობისთვის,
მშვიდობისა და
კეთილდღეობისთვის.
მოკავშირეების
მოთხოვნისადმი
დამორჩილება მოსკოვის
შეკავების კუთხით,
საქართველოს აიძულებდა,
საფასური გადეხადა, როგორც
ეს მოხდა 2008 წლის ომში,
როდესაც იგი უიმედოდ ელოდა
ამერიკის მხარდაჭერას“, -
დასძინა სტატიის ავტორმა.