Politico: ტრამპის ადმინისტრაციას სახელმწიფო დეპარტამენტისა და USAID-ის ბიუჯეტის განახევრება სურს

Primetime.ge 1 დღე წინ 7
Politico: ტრამპის ადმინისტრაციას სახელმწიფო დეპარტამენტისა და USAID-ის ბიუჯეტის განახევრება სურს
 აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია ქვეყნის კონგრესისთვის მიმართვისთვის ემზადება, რათა საკანონმდებლო ორგანოს სახელმწიფო დეპარტამენტისა და USAID-ი ბიუჯეტის ორჯერ შეამცირებინოს. ინფორმაციას Politico ავრცელებს.როგორც 2026 წლის ბიუჯეტის პროექტშია აღნიშნული, სახელმწიფო დეპარტამენტისა და USAID-ის ერთობლივი დაფინანსება 28,4 მილიარდი დოლარი იქნება. დღეს ამ უწყებების ერთობლივი ბიუჯეტი 54,4 მილიარდ დოლარს შეადგენს.როგორც Politico აღნიშნავს, ბიუჯეტის შემცირებული ხარჯები ისეთი პროგრამების ლიკვიდაციასაც გულისხმობს, როგორიცაა დემოკრატიის მხარდაჭერა, საგანმანათლებლო და კულტურული გაცვლის პროგრამა, ნარკოტიკების უკანონო ბრუნვასთან ბრძოლა.გარდა ამისა, გამოცემის ინფორმაციით, განახევრდება ხარჯები, რომელიც ადრე ჯანდაცვის გლობალური პროგრამებისთვის, მიგრაციისა და ლტოლვილების პრობლემის მოგვარებისთვის გამოიყოფოდა.ორმა წყარომ Politico-ს აგრეთვე განუცხადა, რომ ტრამპის ადმინისტრაცია ბიუჯეტის ეკონომიის მიზნით აშშ-ის სამ ათეულამდე დიპლომატიური წარმომადგენლობის დახურვას განიხილავს. პირველ რიგში, ეს შეეხება აფრიკასა და ოკეანიაში მდებარე საელჩოებს და ევროპაში განთავსებულ საკონსულოებს. 
სრულად წაიკითხეთ სტატია