PayBox-ის ტერმინალებიდან კრიპტოს გაყიდვა განახლდა!

News.ge 1 თვე წინ 55
PayBox-ის ტერმინალებიდან კრიპტოს გაყიდვა განახლდა!

PayBox-ის ტერმინალებიდან კრიპტოს გაყიდვა განახლდა!
კრიპტოაქტივები უფრო ხელმისაწვდომია – რა ხდება?
იმის გათვალისწინებით, რომ კრიპტოაქტივები, იგივე კრიპტო, ბევრი ადამიანისთვის უკვე ნაცნობი სფეროა და საქართველოში დაინტერესებაც საგრძნობლად გაზრდილია, მათი ყიდვა ჩვენს გონებაში შეიძლება მაინც ბევრ წინაღობასთან იყოს დაკავშირებული. სინამდვილეში კი, კრიპტო აქტივი ასე ხელმისაწვდომი ჯერ არასდროს ყოფილა!
ქართული კრიპტო ბირჟა CRYPTAL-ის დახმარებით კრიპტოს ყიდვა, შენახვა და განკარგვა რეალურად ძალიან მარტივია. კრიპტალის მისიაც ესაა – კრიპტო ხელმისაწვდომობის გაზრდა და ციფრული აქტივების პოპულარიზაცია.
ამ მისიის შესასრულებლად და უფრო მეტი ხელმისაწვდომობისათვის კრიპტალი და PayBox დამეგობრდნენ! მეგობრობის ფარგლებში მომხმარებლებს შესაძლებლობა ექნებათ კრიპტო აქტივებთან უფრო მარტივად, სწრაფად და დამოუკიდებლად ჰქონდეთ შეხება, თუნდაც სრულიად პირველად, იმ გზის გამოყენებით, რომელიც მათთვის ნაცნობი და კომფორტულია.
კრიპტო აქტივების სამართავად საერთოდ არ გჭირდება რთული და გაუგებარი პროცედურების გავლა, მესამე პირებისა და შუამავლების დახმარება ან ნებისმიერი ისეთი ნაბიჯი, რომელმაც შესაძლოა ზედმეტი დისკომფორტი გამოიწვიოს.
საქართველოში ყველაზე დიდი ქსელის, PayBox-ის სწრაფი ჩარიცხვის ტერმინალების გამოყენებით, რომლებსაც მთელი ქვეყნის მასშტაბით ყველგან შეხვდები, მარტივად შეგიძლია სასურველი და ისეთი პოპულარული კრიპტოს ყიდვა, როგორიც ბიტკოინი, ეთერიუმი, ლაითქოინი და სხვები არიან. პროცესი ზუსტად ისეთივე სიმარტივით გამოირჩევა, როგორც მობილურის ბალანსის შევსება ან კომუნალური გადასახადის გადახდა. გაითვალისწინე, ამ ეტაპზე PayBox-ის ტერმინალებიდან კრიპტოს ყიდვა მხოლოდ ლარის გამოყენებით შეგიძლია.
ყიდვის შემდგომ კი, კრიპტალის პლატფორმა გეხმარება კრიპტო აქტივების მარტივად მართვაში, იქნება რომელიმე სასურველი კრიპტოს გაყიდვა, გარე მისამართზე გადარიცხვა, შენახვა თუ ნებისმიერი სხვა პროცედურა.
Cryptal-სა და PayBox-ის მეგობრობა ახალ ეტაპზე გადავიდა
პარტნიორობა პირველად 2023 წლის ოქტომბერში დაიწყო და მომხმარებლებს შორის დიდი პოპულარობაც მოიპოვა.
პროცესის სიმარტივიდან და სანდოობიდან გამომდინარე, უამრავი ადამიანი კმაყოფილი დარჩა კრიპტოს ყიდვის ამ პირდაპირი გზის გამოყენებით. განსაკუთრებული მოწონება იმ ფაქტმა დაიმსახურა, რომ აქტივის შეძენა აქამდე კარგად ნაცნობი გზით იყო შესაძლებელი და ინდუსტრიით დაინტერესებულ ადამიანებს პირველი ნაბიჯების გადადგმის შესაძლებლობა გაბედულად მიეცათ.
2024 წელს კი, კრიპტო სამყაროში ეროვნული ბანკის ახალი რეგულაციები შემოვიდა, რა დროსაც პროდუქტი სრულად განახლდა და რეგულაციებთან მოვიდა შესაბამისობაში. ახლა მომხმარებლებს ისევ აქვთ შესაძლებლობა დაუბრკოლებლად განაგრძონ კრიპტოს ყიდვა, გაუმჯობესებული პირობებით.
რეგულაციებიდან გამომდინარე, სერვისის გამოყენება უფრო სწრაფი და უსაფრთხო გახდა, ხოლო მომხმარებლების შეფასების გათვალისწინებით, პროცესი გაცილებით გამარტივდა.
რა უპირატესობები აქვს PayBox-ის დახმარებით კრიპტოს ყიდვას?

სრულად წაიკითხეთ სტატია