PACE-მ საქართველოს შესახებ კრიტიკული რეზოლუცია მიიღო

News.ge 1 კვირა წინ 17
PACE-მ საქართველოს შესახებ კრიტიკული რეზოლუცია მიიღო

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ (PACE) საქართველოს შესახებ კრიტიკული რეზოლუცია მიიღო. დოკუმენტს 89 წევრმა დაუჭირა მხარი, წინააღმდეგ – 3 წავიდა.
რეზოლუციაში გამოთქმულია როგორც შეშფოთება, ბოლო დროს ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებზე, ასევე, გაცემულია რეკომენდაციები.
დოკუმენტის თავშივე ნახსენებია მათ მიერ ჯერ კიდევ იანვარში მიღებული რეზოლუცია, სადაც სერიოზული შეშფოთებაა გამოთქმული საქართველოში დემოკრატიული უკუსვლისა და ღრმა სოციალური კრიზისის გამო, რაც “ეჭვქვეშ აყენებს ქვეყნის მზადყოფნას, დაემორჩილოს წევრობის მოვალეობებსა და ევროსაბჭოში გაწევრიანების ვალდებულებებს”.
ასამბლეა ღრმა მწუხარებას გამოთქვამს, რომ მიუხედავად ასამბლეის გადაწყვეტილებისა, ეცნო საქართველოს დელეგაციის უფლებამოსილება, საქართველოს დელეგაციამ დატოვა თანამდებობა, რაც მათი შეფასებით, დიალოგზე უარის თქმაა.
PACE მიიჩნევს, რომ მის საქმიანობასა და მონიტორინგის პროცედურებში დელეგაციის ჩართულობა, რომლის უფლებამოსილებაც დამტკიცდა, არა არჩევანი, არამედ მოვალეობაა.

სრულად წაიკითხეთ სტატია