ევროპა ყველაზე
ექსტრემალური სამხედრო
სცენარისთვის ემზადება,
რადგან ზოგიერთი
სახელმწიფო შიშობს, რომ
უკრაინის შემდეგ, რუსეთის
პრეზიდენტი ვლადიმერ
პუტინი საკუთარ არმიას მათ
წინააღმდეგ მიმართავს.
ინფორმაციას NBC News-ი
ავრცელებს.ამერიკული
ტელეარხის ინფორმაციით,
ლიეტუვა რუსეთთან
დამაკავშირებელი ხიდების
დანაღმვას გეგმავს,
ბალტიის ზღვის სიახლოვეს
ნატოს გემები რუსეთის ე.წ.
ჩრდილოვან ფლოტზე
ნადირობენ.NBC News-ის
ინფორმაციით, ევროპის
ქვეყნების თავზე კი
ისრაელის რკინის გუმბათის
მსგავსი სარაკეტო
თავდაცვის სისტემის
მშენებლობა იგეგმება,
რომლის მიზანიც უშუალოდ
მოსკოვის მიერ ნასროლი
რაკეტების ჩამოგდება
იქნება.