MICE ტურიზმში მოვლენები ნეგატიური სცენარით ვითარდება” – BTL Georgia

News.ge 7 საათი წინ 10
MICE ტურიზმში მოვლენები ნეგატიური სცენარით ვითარდება” – BTL Georgia

კომპანია BTL Georgia-ს ბიზნესგანვითარების დირექტორის შეფასებით, მოვლენები MICE ტურიზმში ნეგატიური სცენარით ვითარდება. “რედაქტ2”-თან ინტერვიუში გურამ ავალიანი ამბობს, რომ კორპორაციული კლიენტებს აღარ აინტერესებთ ის მიმართულება, სადაც უსაფრთხოების მიმართ კითხვის ნიშნები არსებობს. მისი თქმით, კორპორაციული ღონისძიებები გაუუქმდათ პოლონეთიდან, გერმანიიდან, უნგრეთიდან და ჩეხეთიდან, არსებული პროექტების შემთხვევაში კი მასშტაბი შემცირდა.
„ამ ეტაპზე სამწუხაროდ, ნეგატიური სცენარით მიმდინარეობს მოვლენები. ის გაუქმებები, რომელიც დაგვეწყო 2024 წლის აპრილიდან, გვიგრძელდება უკვე დაახლოებით წელიწადი შესრულდა ახლა. დასავლურ ბაზრებზე სერიოზული ინვესტიცია გააკეთა ჩვენმა კომპანიამ, მაგრამ ჩვენი პარტნიორები მიუხედავად იმისა, რომ მხარს გვიჭერენ, მათი არგუმენტი კორპორაციული ტურისტული მიმართულების წახალისებაზე არის ის, რომ ამ ეტაპზე მათი კორპორაციული კლიენტები ვერ იქნებიან დაინტერესებული იმ მიმართულებით, სადაც უსაფრთხოების მიმართ კითხვის ნიშნები დგას.
ჩვენი წინა დეკემბრიდან დაგვეწყო გაუქმებები, როცა პოლონელების ერთი დიდი კორპორაციული ტურისტული პროექტი გაგვიუქმდა, მალევე მიჰყვა გერმანელების პროექტი. ფაქტობრივად 3 პროექტი, რომელიც აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებიდან უნგრეთიდან, ჩეხეთიდან იყო დადასტურებული, ამ მიმართულებითაც სერიოზული ზარალები მივიღეთ. ერთი იტალიური პროექტიდან, რომელიც გვქონდა პილიგრიმული კორპორაციული დიდი ღონისძიება, ფაქტობრივად თავისი შემოსავლიდან და მასშტაბიდან გამომდინარე დარჩა მხოლოდ 30%, გამომდინარე იქიდან, რომ მონაწილეების ნაწილმა უარი თქვა მოგზაურობაზე. ერთია, რომ ფაქტობრივად სრული პროექტები გვიუქმდება, მეორეა, რომ არსებული პროექტებიც კი სრული მასშტაბებით ვერ ხორციელდება“,-აცხადებს ავალიანი.
კომპანიისთვის მოკლევადიანი გადარჩენის გეგმის ნაწილია პოსტსაბჭოთა ქვეყნების ბაზრებზე გამოჩენა, თუმცა როგორც ავალიანი ამბობს, მოთხოვნის მასშტაბი მაღალი კონკურენციიდან გამომდინარე მათთვის მისაღები არ არის და კომპანიისთვის პრიორიტეტული კვლავ დასავლური ბაზრები რჩება.
„გვაქვს მოკლევადიანი გადარჩენის გეგმა, რა ამ მიმართულებით დაგვეხმარა სხვადასხვა ავიახაზები და სხვადასხვა კომპანიები, ახლა ხანს ყაზახეთში გავაკეთეთ დიდი ღონისძიება AirAstana-ს დახმარებით, სადაც ვუმასპინძლეთ 20-მდე უმსხვილეს კომპანიას და 40 წარმომადგენელს, სადაც გავაცანით ჩვენი კომპანია. მოთხოვნა არის, მაგრამ არასაკმარისი. შევდივართ მჭიდრო კონკურენციაში, მაგრამ ბევრი ადგილობრივი კომპანიაა ჩართული ამ პროცესში და შესაბამისად რაოდენობრივადაც არ არის საკმარისი [მოთხოვნა]. უბრალოდ ეს არის გარკვეული გარდამავალი პერიოდის ნაბიჯები, რომელიც იძულებული გავხდით რომ გაგვეკეთებინა“,-აცხადებს გურამ ავალიანი “რედაქტ2”-თან ინტერვიუში.

სრულად წაიკითხეთ სტატია