„მანჩესტერ სიტის“ ყოფილი
თავდამსხმელი მიხეილ
ყაველაშვილი საქართველოს
პრეზიდენტი გახდა, - წერს
ბრიტანული გამოცემა Manchester
Evening News.სტატიაში ნათქვამია,
რომ 53 წლის ყოფილმა
ქართველმა დეპუტატმა,
რომელიც „მანჩესტერ
სიტიში“ 1990-იან წლებში
თამაშობდა, ადვილად მოიგო
არჩევნები, რადგან პარტია
„ქართული ოცნება“
აკონტროლებს 300 წევრიან
საარჩევნო
კოლეგიას.გამოცემა ასევე
აღნიშნავს, რომ მიხეილ
ყაველაშვილის საფეხბურთო
დებიუტი „მანჩესტერ
სიტიში“ 1996 შედგა, მისი ბოლო
გამოსვლა კი ამ გუნდის
სახელით მოედანზე 1997 წელს
იყო.