La Gazzetta dello Sport: რანიერიმ დღეს კვარაცხელიას შესაჩერებლად ასეთი გეგმა მოიფიქრა

News.ge 4 კვირის წინ 39
La Gazzetta dello Sport: რანიერიმ დღეს კვარაცხელიას შესაჩერებლად ასეთი გეგმა მოიფიქრა

იტალიის სერია A-ს მე-13 ტურში ს “ნაპოლი” “რომას” უმასპინძლებს. “ჯალოროსი” უკვე მესამედ ძველმა ნაცნობმა კლაუდიო რანიერმა ჩაიბარა და გამოცდილ სპეციალისტს La Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით დღეს ხვიჩა კვარაცხელიას შესაჩერებლად გეგმა აქვს შემუშავებული.
ქართველის მუდმივი მეურვე 27 წლის თურქი მცველი ზეკი ჩელიკი იქნება, რომელსაც სტეფან ელ შაარავიც უნდა დაეხმაროს და ამ დუეტმა ერთობლივად “კვარას” განეიტრალება სცადონ.
ყველასთვის უკვე კარგადაა ნაცნობი, რომ ხვიჩას მეტოქე გუნდის მწვრთნელები მუდმივად 2-3 მეურვეს უჩენენ და გამონაკლისი არც დღევანდელი შეხვედრა იქნება.
შეხსენებისთვის, “ნაპოლისა” და “რომას” დღევანდელი
დაპირისპირება თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება.

სრულად წაიკითხეთ სტატია