
ირმა გიგანის მიერ შესრულებული ბეთჰოვენის 31-ე სონატის შესახებ, რომელიც მან რამდენიმე დღის წინ, გენიალური პიანისტის მიქელანჯელის საერთაშორისი ფესტივალზე დაუკრა, ერთ-ერთი პრესტიჟული, იტალიური გამოცემა წერს:
საოცარი ტალანტი. ეს იყო ექსტრაორდინალური შესრულება: პირველი ორი ნაწილის უნაკლო, ინტენსიური გაშლის შემდეგ, ბოლო ნაწილი სუნთქვის შემკვრელი იყო, რომელმაც გრანდიოზული ფუგის ბრწყინვალე ხასიათით კულმინაციას მიაღწია, რასაც მოჰყვა არიოზოს გამარჯვებული რეპრიზა.
მაყურებლის მიერ გამოვლენილი ენთუზიაზმი და მონაწილეობა მართლაც იშვიათი იყო, ნიჭიერი არტისტი შესვენებამდე რამდენჯერმე გამოიძახეს სცენაზე.
ბისად, ირმა გიგანმა შეასრულა შოპენის „მაზურკა“, Op. 17, No. 4.“https://www.facebook.com/share/1DPZ18oNX3/?mibextid=wwXIfr