ქუთაისის საერთაშორისო
უნივერსიტეტში (KIU)
გლობალური სტარტაპ
პლატფორმის - THE Crossroads
დამფუძნებელმა ნიკოლოზ
კობახიძემ საჯარო ლექცია
წაიკითხა თემაზე:
გლობალური გამოწვევები და
ინიციატივები
სტარტაპებისა და
ვენჩერული
ინვესტორებისათვის / Global
Challenges and Initiatives for Startups and Venture Investors.
ლექციას დაესწრნენ KIU-ს
სტუდენტები, რომლებიც
დაინტერესებულნი არიან
სტარტაპების შექმნით,
ინვესტიციების მოზიდვითა
და გლობალური
ბიზნესგამოწვევებით.
ნიკოლოზ კობახიძემ
განიხილა სტარტაპების
გაძლიერებისა და
ინვესტორების მხარდაჭერის
მასშტაბური ინიციატივები,
რომლებიც აუცილებელია
მათი
წარმატებისთვის.სტუდენტებისთვის
გამართულ საჯარო ლექციაზე
მან იმ შესაძლებლობებზე
გაამახვილა ყურადღება,
რომლებიც ხელს უწყობენ
როგორც სტარტაპების
განვითარებას, ისე
საინტერესო ინვესტიციების
პოვნის პროცესს. აღნიშნული
შეხვედრა სტუდენტებისთვის
უნიკალური შესაძლებლობა
იყო, პირადად გაცნობოდნენ
ინოვაციური და
წარმატებული
ბიზნესლიდერის
მოსაზრებებს. ნიკოლოზ
კობახიძის რჩევები და
გამოცდილება დაეხმარებათ
სტარტაპების
განვითარებაზე მომუშავე
ახალგაზრდებს,
გაითვალისწინონ
პრაქტიკული მითითებები,
რომლებიც აუცილებელია
მათი იდეების
განსახორციელებლად.ნიკოლოზ
კობახიძე გახლავთ
საქართველოს ხელოვნური
ინტელექტის
ბიზნესასოციაციის
თანადამფუძნებელი და
სხვადასხვა სტარტაპ
კომპანიის ასოცირებული
პარტნიორი. მის მიერ
დაფუძნებულ პლატფორმას - THE
Crossroads მჭიდრო კავშირი აქვს
ევროპის იმ ტექნოლოგიურ
პარკებთან, რომლებიც
პორტუგალიაშია ბაზირებული
და აერთიანებს მრავალ
სტარტაპს. THE Crossroads
პლატფორმის საშუალებით,
სტარტაპერებს აქვთ
შესაძლებლობა, თავიანთი
პორტფოლიოები
საერთაშორისო დონეზე
გააცნონ ინვესტორებს.