ცნობილი უცხოური სტატისტიკური გამოცემა Sofascore ხვიჩა კვარაცხელიას აქებს და ქართველის ვარსკვლავის საოცარ სტატისტიკას გვთავაზობს.
მას შემდეგ რაც კვარაცხელია “პსჟ”-ს შეუერთდა რამდენიმე კომპონენტში უკვე გუნდის ლიდერია.
კვარაცხელიას საშუალო შეფასება მიმდინარე ჩემპიონთა ლიგაზე 7.90 ქულაა, რაც გუნდში საუკეთესო შედეგია.
მეორე ადგილზე ჰაკიმია 7.62 ქულით, მესამეზე კი ოსმან დემბელე 7.6 ქულით.
- სტატიის სხვა საიტზე გადატანის შემთხხვევაში მიუთითეთ წყარო Pnews.ge
ჩემპიონთა ლიგაზე პსჟ-ს რიგებში ყველაზე მეტჯერ თამაშში დემბელე ურტყავს, მეორეზე კი კვარაა, რომელიც საშუალოდ მატჩში 3 დარტყმას ახორციელებს.
კარის ჩარჩოში დარტყმებში კვარაცხელიაა აქაც მეორე ადგილზეა და მხოლოდ დემბელეს ჩამორჩება.
წარმატებულ დრიბლინგები – აქ კვარა მესამე ადგილზეა და მხოლოდ ბრედლი ბარკოლასა და ნუნუ მენდეშს ჩამორჩება.
რაც შეეხება თვითონ საფრანგეთის ჩემპიონატს, კვარაცხელია გუნდს ლიდერობს საშუალოდ წარმატებული დრიბლინგების განხორციელებაში. კვარა მატჩში 1.9 წარმატებულ დრიბლინგს ახორციელებს, მეორე ადგილზე დემბელეა 1.6 წარმატებული დრიბლინგით.
კვარა ასევე ლიდერთა სამეულშია როგორც ჩემპიონთა ლიგაზე, ისე საფრანგეთის ჩემპიონატში “საკვანძო გადაცემების” შესრულებაში.
The post “Khvichamania პარიზში” – ცნობილი უცხოური გამოცემა კვარაცხელიას აქებს და პსჟ-ში ქართველის საოცარ სტატისტიკას გვიზიარებს appeared first on PNews.ge.