Instagram მოზარდებისთვის შეზღუდვებს და მშობლების კონტროლის ფუნქციის დამატებას აანონსებს

News.ge 3 თვის წინ 73
Instagram მოზარდებისთვის შეზღუდვებს და მშობლების კონტროლის ფუნქციის დამატებას აანონსებს

სოციალურმა ქსელმა Instagram 13-17 წლის მოზარდებისთვის სპეციალური ანგარიშების გახსნა დააანონსა, რომლებსაც მშობლების კონტროლის ფუნქცია ექნება.
როგორც Instagram-ის ხელმძღვანელმა ადამ მოსერიმ გადაცემა Good Morning America-ს პირდაპირ ეთერში განმარტა, ასეთ ანგარიშებზე გარკვეული შეზღუდვები იქნება დაწესებული. მაგალითად, ისინი შეტყობინებებს მიიღებენ მხოლოდ იმ მომხმარებლებისგან, რომელთა გამომწერებიც არიან ან რომლებთანაც მანამდე ჰქონდათ ინტერაქცია. ასევე, მოზარდების მონიშვნას მხოლოდ მათი გამომწერები შეძლებენ.
საღამოს 10 საათიდან დილის 7-მდე მოზარდების ანგარიშები “ძილის რეჟიმში” გადავლენ – ისინი არ მიიღებენ შეტყობინებებს აპლიკაციიდან. სოცქსელში გატარებული ყოველი საათის შემდეგ კი მოზარდები მიიღებენ ავტომატურ შეტყობინებას იმის შესახებ, რომ დროა Instagram დახურონ.
მოზარდის მშობლები შვილის ანგარიშზე წვდომას საკუთარი ტელეფონიდან მიიღებენ. მათ ასევე შვილისთვის Instagram-ზე გატარებული დროის ლიმიტის დაწესების საშუალება ექნებათ.
შეზღუდვები შეეხება როგორც ახალ მომხმარებლებს, ასევე მოზარდებს, რომლებიც სოციალური ქსელით უკვე სარგებლობენ. ამასთან, იმ მომხმარებელთა ანგარიშები, რომელთ ასაკიც 16 წელს არ აღემატება, ავტომატურად გადავა დახურულ რეჟიმში და მათ საჯარო რეჟიმზე გადასაყვანად მშობლების ნებართვა იქნება საჭირო.
საღამოს 10 საათიდან დილის 7-მდე მოზარდების ანგარიშები “ძილის რეჟიმში” გადავლენ – ისინი არ მიიღებენ შეტყობინებებს აპლიკაციიდან. სოცქსელში გატარებული ყოველი საათის შემდეგ კი მოზარდები მიიღებენ ავტომატურ შეტყობინებას იმის შესახებ, რომ დროა Instagram დახურონ.
Instagram-ში განმარტავენ, რომ ცვლილებების მიზანი მოზარდებისთვის უსაფრთხოების უზრუნველყოფაა.
სავარაუდოდ ცვლილებები ათობით მილიონ მომხმარებელს შეეხება. ისინი 60 დღის განმავლობაში ამოქმედდება -ში, დიდ ბრიტანეთში, კანადასა და ავსტრალიაში, იანვრიდან კი სხვა რეგიონებში. კომპანია Meta-მ, რომელსაც Instagram, Facebook და WhatsApp ეკუთვნის განაცხადა, რომ უახლოესი თვეების განმავლობაში ანალოგიურ ცვლილებებს სხვა აპლიკაციებშიც აამოქმედებს.
· გადახედვა პოლიტიკა მაჭარაშვილი: ასე გაგრძელების შემთხვევაში, იძულებული გავხდებით, დავიცვათ თავი და ურთიერთობებს გადავხედოთ! მაჭარაშვილი: ასე გაგრძელების შემთხვევაში, იძულებული გავხდებით, დავიცვათ თავი და ურთიერთობებს გადავხედოთ!
· გადახედვა პოლიტიკა : ჩემი თხოვნაა, არ გააჩეროთ ავტომანქანები ე.წ. ზებრა გადასასვლელებზე, ტროტუარებზე და ა.შ. კახა კალაძე: ჩემი თხოვნაა, არ გააჩეროთ ავტომანქანები ე.წ. ზებრა გადასასვლელებზე, ტროტუარებზე და ა.შ.
· გადახედვა საზოგადოება : ნაოსნობის წესების დარღვევისთვის ინდოეთის დროშის ქვეშ მცურავი ტანკერი დავაკავეთ შსს: ნაოსნობის წესების დარღვევისთვის ინდოეთის დროშის ქვეშ მცურავი ტანკერი დავაკავეთ
· ეკონომიკა ს მხარდაჭერით სოფელ ნიქოზში ცოცვის ფესტივალი ჩატარდა თიბისის მხარდაჭერით სოფელ ნიქოზში ცოცვის ფესტივალი ჩატარდა
· გადახედვა მსოფლიო Reuters: ს სადაზვერვო სააგენტომ ასაფეთქებელი მოწყობილობა “ჰეზბოლას” წევრების 5 000 პეიჯერში ჩადო Reuters: ისრაელის სადაზვერვო სააგენტომ ასაფეთქებელი მოწყობილობა “ჰეზბოლას” წევრების 5 000 პეიჯერში ჩადო

სრულად წაიკითხეთ სტატია