II კვარტალში საქართველოს ტერიტორიაზე დაფიქსირდა საერთაშორისო არარეზიდენტი მოგზაურების 1.8 მილიონი შემოსვლა

News.ge 3 კვირის წინ 18
II კვარტალში საქართველოს ტერიტორიაზე დაფიქსირდა საერთაშორისო არარეზიდენტი მოგზაურების 1.8 მილიონი შემოსვლა

უცხოელ ვიზიტორთა სტატისტიკის მიხედვით, 2025 წლის II კვარტალში საქართველოს ტერიტორიაზე დაფიქსირდა საერთაშორისო არარეზიდენტი მოგზაურების 1.8 მილიონი შემოსვლა, რაც 6.9 %-ით მეტია წინა წლის
ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე. შემოსვლების უდიდესი ნაწილი, 44.2 %, განხორციელდა 31-50 წლის მოგზაურების მიერ.
აღნიშნული რაოდენობიდან საერთაშორისო ვიზიტორების მიერ განხორციელებული ვიზიტების რაოდენობამ 1.6 მილიონი შეადგინა, რაც 7.0 %-ით მეტია 2024 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე.
საქსტატის მონაცემებით, 2025 წლის II კვარტალში საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობამ 1.4 მილიონს მიაღწია, რაც 8.1 %-ით მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე. საანგარიშო პერიოდში, საერთაშორისო ვიზიტორების მიერ განხორციელდა 1.3 მილიონი ტურისტული ტიპის ვიზიტი, რაც 10.7 %-ით მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე.
საერთაშორისო ვიზიტორების 80.1 % მხოლოდ ტურისტები იყვნენ. მხოლოდ ექსკურსანტების წილმა 15.8 % შეადგინა, ხოლო ვიზიტორების 4.2 % იყო როგორც ტურისტი, ასევე ექსკურსანტი.

სრულად წაიკითხეთ სტატია