
ნავთობისა და გაზის კომპანიების მიერ upstream სეგმენტში ჩადებული ინვესტიციები 2025 წლის ბოლოსთვის შესაძლოა ბოლო ხუთი წლის განმავლობაში პირველად შემცირდეს: 4%-ით, 570 მილიარდ დოლარზე ოდნავ ნაკლებ ნიშნულამდე – ეს არის საერთაშორისო ენერგეტიკული სააგენტოს (IEA) ანალიტიკოსების პროგნოზი ყოველწლიურ ანგარიშში „World Energy Investment“.
კერძოდ, ნავთობის მოძიებასა და წარმოებაში ინვესტიციები 6%-ით შემცირდება, ხოლო გაზში ინვესტიციები უმნიშვნელოდ გაიზრდება.
IEA-ს ანალიტიკოსების აზრით, ეს დინამიკა განპირობებულია ნავთობკომპანიების სურვილით, გაზარდონ გაზის პროექტების წილი თავიანთ პორტფელებში. „გაზის წარმოებაში ინვესტიციების ნაწილი მიმართული იქნება თხევადი ბუნებრივი აირის პროექტების განხორციელების გაგრძელებისკენ, რომლებზეც მნიშვნელოვანი თანხები უკვე დაიხარჯა, ამიტომ ისინი ნაკლებად მგრძნობიარენი არიან ბოლო დროს ფასების ვარდნისა და გაურკვეველი საინვესტიციო კლიმატის მიმართ“, – ნათქვამია ანგარიშში.
ამავდროულად, ნავთობის გადამუშავებაში გლობალური ინვესტიციები რეკორდულად დაბალ ნიშნულამდე, 30 მილიარდ დოლარზე ნაკლებამდე დაეცემა. ეს თანხები დღეში მხოლოდ 1 მილიონი ბარელით გაზრდის ახალ სიმძლავრეს, მაშინ როდესაც მსგავსი თანხით დაიხურება ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების მთელი რიგი.
ვრცლად interfax–ზე