HSC Group Hospitality დირექტორის და
სასტუმრო Glarros OldTown-ის
მმართველის გიორგი
დოლიძის ინფორმაციით წელს
სასტუმროს ჯავშნების
რაოდენობა მნიშვნელოვნად
გაზრდილია.„ამ ეტაპისთვის
ვიმყოფებით გარდამავალი
სეზონის ეტაპზე, რაც
გულისხმობს დაბლიდან
მაღალი სეზონისკენ
ეტაპობრივ გადასვლას.
იანვარ-თებერვალი
საშუალოდ გვქონდა 45%
დატვირთულობა, ხოლო მარტში
ველოდებით 55% მდე თვის
დახურვას. რაც შეეხება
ზაფხულის სეზონს,
მოლოდინები საკმაოდ
მაღალი გვაქვს, რის
საფუძველსაც გვაძლევს
წინასწარ გაკეთებული
ჯავშნების მოცულობა და
რეზერვაციებზე
მოთხოვნების შემოსვლა.
ვფიქრობთ, 2025 წლის ზაფხული
საშუალოდ 80% ით, ხოლო
მთლიანად წელი საშუალოდ 72%
ით იქნება დატვირთული“, -
აცხადებს გიორგი დოლიძე.HSC
Group Hospitality დირექტორის და
სასტუმრო Glarros OldTown-ის
მმართველის თქმით,
სასტუმრომ 2025 წელს 2024 წელთან
შედარებით ფასები
გაზარდა.„ფასებთან
დაკავშირებით, წელს წინა
წელთან შედარებით ზოგად
ჭრილში საშუალოდ 10% ზრდა
გვაქვს, ვცდილობთ
მოთხოვნის ზრდისა ან
კლებასთან მიმართებით
დინამიკურად
დავარეგულიროთ
გამოცხადებული ფასები და
მივყვეთ სეზონურ
პრინციპებს. მთლიანობაში,
2024 წელთან შედარებით წელს
საფასო მაჩვენებლისა და
დატვირთულობის ზრდა 8-10% მდე
გვაქვს დაგეგმილი“, -
განაცხადა გიორგი დოლიძემ.