
მალე ბათუმის ტურისტულ რუკას ახალი საერთაშორისო ბრენდის სასტუმრო Hampton by Hilton Batumi Center შეემატება. სასტუმროს მშენებლობა უკვე საბოლოო ეტაპზეა და გახსნისთვის მზადება მალე დასრულდება.
Hampton by Hilton Batumi Center – ტურინვესტ ჯგუფის მორიგი წარმატებული პროექტია. 2008 წლიდან, ტურინვესტ ჯგუფმა განახორციელა რეგიონისთვის არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი. კომპანიამ განსაკუთრებული როლი შეასრულა ბათუმის საქმიან და ტურისტულ ცენტრად ჩამოყალიბების პროცესში. აღსანიშნავია, რომ ტურინვესტ ჯგუფი იყო პირველი, რომელმაც საერთაშორისო პრემიუმ კლასის ბრენდი Hilton შემოიყვანა საქართველოში, რაც მნიშვნელოვანი გარდატეხა აღმოჩნდა ქართული ბაზრისა და ეკონომიკისთვის. Hilton Batumi-მა საქართველო კიდევ უფრო მკვეთრი და შესამჩნევი გახადა ბიზნესისა და ტურიზმის მსოფლიოს რუკაზე.